ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მეოთხედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული!

ერთი ტურით ადრე მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული ლელა ჯავახიშვილმა.  ლელა უკვე ფლობდა ქვეყნის უძლიერესი მოჭდარაკი სტიტულს: 2001; 2007; 2014 წლებში. ასე, რომ ეს მისთვის უკვე მეოთხე ჩემპიონობაა.

 

მეათე ტურის შეხვედრები:

გავაშელი         ½:½   გვეტაძე

ვახანია              1 : 0   ხურციძე

ლომინეიშვილი 1 : 0 ხოტენაშვილი

არაბიძე            1 : 0  მიქაძე

ხომერიკი       1 : 0  მელია

ჯავახიშვილი ½:½ ხუხაშვილი

 

დასკვნით ტურში ერთმანეთს შეხვდებიან:

 

ხუხაშვილი - გავაშელი

მელია - ჯავახიშვილი

მიქაძე - ხომერიკი

ხოტენაშვილი - არაბიძე

ხურციძე - ლომინეიშვილი

გვეტაძე    -  ვახანია

 

სატურნირო მდგომარეობა ბოლო ტურის წინ:

 

1.ჯავახიშვილი  -7 ,5 ქულა

2. ლომინეიშვილი - 6 ქულა;

3-5. ხუხაშვილი, არაბიძე, მელია - 5,5 ქულა;

6-7. ხოტენაშვილი, ხურციძე - 5 ქულა;

8-9. ხომერიკი,  ვახანია - 4,5 ქულა;

10-11. გვეტაძე, მიქაძე - 4 ქულა;

12. გავაშელი - 3 ქულა.

 

პარტიები ანალიზით

ტექნიკური შედეგები

დებულება

ფოტოგალერეა

 

ჯავახიშვილი–ხუხაშვილი

მეტოქეები დებიუტშივე შეთანხმდნენ ყაიმზე, რამაც როგორც მეათე ტურის საბოლოო შედეგებმა აჩვენა, საშუალება მისცა ლელას ერთი ტურით ადრე გაენაღდებინა ჩემპიონობა. ვულოცავ მას ამ წარმატებას! ბრწყინვალე შედეგს და ძალიან კარგ პარტიების ხარისხს. სასიამოვნოა, რომ კარგად დაწყებულ წელს ასევე წარმატებულად აგრძელებს.

 

ლომინეიშვილი–ხოტენაშვილი

გათამაშდა სიცილიური დაცვის ე.წ. დრაკონის ვარიანტი, სადაც შავებმა ძალიან საეჭვო გაგრძელება აირჩიეს a6-b5-ის სახით და მალევე მოხვდნენ ამ ვარიანტისთვის დამახასიათებელი ძლიერი შეტევის ქვეშ, რომლის დაცვაც შეუძლებელი აღმოჩნდა.

 

ვახანია–ხურციძე

პარტია თანაბარ, დინამიურ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა 22 სვლაზე შავებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, რითაც ძალიან კარგად ისარგებლა თეთრებმა და დამაჯერებლად მიიყვანა პარტია გამარჯვებამდე.

 

ხომერიკი–მელია

თეთრებმა მცირე უპირატესობა მიიღეს დებიუტში, თუმცა 23 სვლაზე როდესაც შეეძლოთ უპირატესობის უფრო გაზრდა ეe8 სვლით, მოულოდნელად ნინომ მეფე ამოიყვანა ცენტრისკენ. სალომემ კარგი კონტრთამაში მიიღო, მოიგო პაიკი და გადავიდა ენდშპილში. შექმნილ დაბოლოებაში ზედმეტი პაიკის რეალიზაცია არც თუ ისე ადვილი იყო და პარტიაც თითქოს ყაიმით უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ნინომ შეცდომა დაუშვა 75 სვლაზე და საშუალება მისცა გაეყვანა სალომეს პაიკი ლაზიერში. შავებმა მიიღეს მოგებული პოზიცია, თუმცა ცაიტნოტში სალომემ ვერ მოახერხა ლაზიერით სწორი მანევრების განხორციელება და როდესაც უკვე ყაიმი უნდა გაეკეთებინა, ინერციით ისევ მოგებაზე გააგრძელა თამაში და დამარცხდა. ძალიან დრამატული პარტია იყო!

 

 

არაბიძე–მიქაძე

შავებმა ძალიან ცუდად გაითამაშეს დებიუტი, დათმეს რა თეთრუჯროვანი კუ, მალევე აღმოჩნდნე ძალიან მძიმე სიტუაციაში. შემდგომში მერის შეეძლო გარკვეულ მომენტებში უკეთ ეთამაშა, თუმცა უპირატესობა ხელიდან მთელი პარტიის განმავლობაში არ გაუშვია და საბოლოოდ მეფეზე შეტევით დაასრულა პარტია.

 

 

გავაშელი–გვეტაძე

თეთრებმა დებიუტიდან ძალიან დიდი უპირატესობა მიიღეს და არაერთი შანსი გაუშვეს პარტიაში გასამარჯვებლად. გამოვყოფ 23 სვლას სადაც ანას შეეძლო ლაზიერის ლამაზი მანევრით გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. 23კa3 ეe4 24ლd3 ეb4 25ლd2,  რის შემდეგაც გადამწყვეტ როლს თამაშობს c გამსვლელი პაიკი.

 

  • სათაური: მეოთხედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული!
  • ავტორი:
  • თარიღი: 05-04-2016 2:36 AM
  • Tags:
Top