ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მეორე წრეში 5 ქართველი იასპარეზებს...

თეირანში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატის მეორე წრეში 5 ქართველი მოჭადრაკე იასპარეზებს.

ჩემპიონატს გამოეთიშნენ: ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სოფიო გვეტაძე.

პირველ წრეში ქართველი მოჭადრაკეებიდან ყველაზე რთული მეტოქე  სოფიკო გურამიშვილს და ნინო ხურციძეს ჰყავდათ.   ხურციძემ  ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ნატალი ჟუკოვა დაამარცხა, ხოლო გურამიშვილმა დამატებითი თაი-ბრეიქებით მასპინძელთა წარმომადგენელი და ბოლო წლებში სწრაფად პროგრესირებადი  სარასადატ ხადემალშარეხი დაჯაბნა.     

ყველასათვის მოულოდნელად პირველი ეტაპის დაძლევა გაუჭირდა ქართული ჭადრაკის ლიდერს,  ნანა ძაგნიძეს, რომელიც ეგვიპტელ მონა ხალედის ხვდებოდა. 1:1 შემდეგ თაი-ბრეიკში ძაგნიძემ 3:1 გაიმარჯვა და ასე მოიპოვა  მომდევნო ეტაპის საგზური..

მოულოდნელი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების ლელა ჯავახიშვილისა და ბელა ხოტენაშვილის დამარცხება. ჯავახიშვილი პამ ნგუენთან ( ვიეტნამი) 0,5:1,5 დამარცხდა, ხოლო ხოტენაშვილმ ტაი-ბრეიკში იტალიის სახელით მოასპარეზე ოლგა ზიმინასთან ტაი-ბრეიკში 0:2 წააგო და ჩემპიონატს ნაადრევად დაემშვიდობა.

ამრიგად, დედოფლის გვირგვინისათვის ბრძოლას ქართველი მოჭადრაკეებიდან ნანა ძაგნიძე, ნინო ხურციძე, ნინო ბაციაშვილი , სოფო გურამიშვილი და სალომე მელია გააგრძელებენ.

1/16 შეხვედრაში ყველაზე ძლიერი მეტოქე მელიას ეყოლება, რომელიც მსოფლიოს ექს-ჩემპიონს ანტუანეტა სტეფანოვას ეთამაშება.მომდევნო ეტაპზე საქართველოს მინიმუმ ერთი წარმომადგენელი მაინც ეყოლება, რადგან კენჭისყრამ ბაციაშვილი და ხურციძე ერთმანეთს შეახვედრა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე ქართველი მოჭადრაკეებიდან ერთმანეთს გვეტაძე და ბაციაშვილი ხვდებოდნენ.

მეორე  წრის პირველი ტურის შეხვედრათა განრიგი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ძაგნიძე (2525)  ოლგა ზიმინა ( იტალია; 2406))

ბაციაშვილი (2492)   ხურციძე (2383)

გურამიშვილი (2370) ნატალია ბუკსა (უკრაინა;2300)

მელია   (2394)         ანტუანეტა სტეფანოვა ( ბულგარეთი;2512)

 

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

 

  • სათაური: მეორე წრეში 5 ქართველი იასპარეზებს...
  • ავტორი:
  • თარიღი: 14-02-2017 12:58 AM
  • Tags:
Top