ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მეორე წრის საგზურისათვის 22 წყვილი იბრძოლებს...

საინტერესოდ წარიმართა მსოფლიო თასის  პირველი წრის მეორე ტური. საკმაოდ დაძაბულები იყვნენ მონაწილეები, დღეს ხომ პრაქტიკულად წყდებოდა თუ ვინ დატოვებს ტურნირს ნაადრევად. თუმცა ფინანსურად დაზარალებული არავინ რჩება პირველივე წრეში დამარცხებული 6000$ დაჯილდოვება.

 

მაგნუს კარლსენმა იოლად მოიგო მეორე პარტიაც და მეორე წრეშიც გადავიდა. რაშიც ეჭვი არავის ეპარებოდა. მეორე წრიდან მას უკვე სერიოზული მეტოქე ეყოლება გამოცდილი რუსი დიდოსტატის  ალექსეი დრეევის სახით, ისიც აღსანიშნავია რომ მეტოქეებს შორის თითქმის 200 ქულიანი სხვაობაა ნორვეგიელი ჩემპიონის სასარგებლოდ.

ვაჟთა შორის მსოფლიოს თასის თითოეული დაპირისპირება  ნოკაუტ-სისტემით 2 ტურად ტარდება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის შემთხვევითობის ფაქტორს. გამონაკლისი არც თბილისის ტურნირია.  მსოფლიოს ექსჩემპიონ რუსლან პონომარიოვს, რომელიც ნოკაუტების ‘სპეცად’ ითვლება ასპარეზობა ინდოელმა სეტურამანმა დაატოვებინა  ანგარიშით 1,5:0,5.

ასევე მოულოდნელი იყო ალექსანდრ ლენდერმანის გამარჯვება პაველ ელიანოვთან. აღსანიშნავია, რომ ამერიკელ დიდოსტატს ტურნირზე  ქართველი მწვრთნელი გიორგი ყაჭეიშვილი უწევს კონსულტაციას.

ორივე პარტია ფრედ დაასრულა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა სერგეი კარიაკინმა ასპარეზობის ყველაზე მცირეწლოვან მონაწილესთან  ანტონ სმირნოვთან, მოულოდნელი იყო მსოფლიო ჭადრაკის ‘კოლორიტის’ ვასილი ივანჩუკის ფრე მურთას კაჟგალეევთან.

ვასილ ივანჩუკი  - 'კაისას' ყველაზე უანგარო მსახური.

სამწუხაროდ, 3 ქართველი მოჭადრაკე: მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია და ნანა ძაგნიძე გამოეთიშა მსოფლიო თასის გათამაშებას. მაგრამ, ისიც უნდა ავღნიშნოთ რომ, ნანას  მსოფლიოს ტოპ-მოჭადრაკესთან, ქართველების სიძესთან  ანიშ გირისთან მოუწია ბრძოლა.

ხვალ, დამატებითი ტაი-ბრეიქებია და ქართული ჭადრაკის ლიდერს  ბაადურ ჯობავას მეორე წრის საგზურისთვის ესპანელ დიდოსტატ  სალგადო ლოპესთან მოუწევს ბრძოლა.

ტაი-ბრეიქი შემდეგი სისტემით გაიმართება: ორი 25 წუთიანი პარტია 10 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე,  მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში კიდევ 2 პარტია10 წუთს+10 წამი; თუ კიდევ არ გამოვლინდა გამარჯვებული მაშინ 5 წუთს+3 წამი; და საბოლოოდ ყველა მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში დამატებითი ‘არმაგედონი’ თეთრებს  5 წუთი მთელ პარტიაზე, ხოლო შავებს 4 წუთი = 61-ე სვლიდან  3 წამის დამატებით; ყაიმის შემთხვევაში გამარჯვებულად  ცხადდებიან შავები და გადადიან  შემდეგ წრეში.

სულ, პირველი წრის ტაი-ბრეიქებში 22 წყვილი მიიღებს მონაწილეობა.

მსოფლიო თასის მეორე  წრეში იასპარეზებენ:

კარლსენი, დრეევი, ბუ ხიანგზი, სვიდლერი, ვოიტაშეკი, ონიშუკი,ვაშიე-ლაგრავი, ლინდერმანი, გრიშკი, ნავარა, ჩეპარინოვი, კრამნიკი, დუდა, გირი, მოტილიოვი, სეტურამანი, არონიანი, ჰოუ იფანი, მატლაკოვი, რაჯაბოვი, არტემიევი,სოუ, ბლუბაუმი, ნაკამურა, ბრაზონი, ინარკიევი, ანანდი, კარუანა, ვიტიუგოვი, ნაერი, მამედიაროვი, კუზუბოვი, გელფანდი, ვანგ ჰაო, დინგ ლირენი, კრავცივი, ლე ქუან ლიემი, ვიდიტი.

შეხვედრების ბადე

ფოტოგალერეა

ტექნიკური მონაცემები

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: მეორე წრის საგზურისათვის 22 წყვილი იბრძოლებს...
  • ავტორი:
  • თარიღი: 05-09-2017 1:00 AM
  • Tags:
Top