ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მერიის თასი ვოლკოვმა დაისაკუთრა!

ნიკა  ვოლკოვის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა თბილისის მერიის თასის გათამაშება! გამარჯვებულმა 9-დან 7,5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო მეტოქეებს.

7-7 დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

2.თორნიკე სანიკიძე

3.დავით ჯოჯუა

4.ზურაბ სტურუა

5.დავით მაღალაშვილი

6.ლაშა ჯანჯღავა

ქალთა ჩათვლაში  6-6 ქულებით პირველობა გაიანწილეს და ბუჰგოლცით საუკეთესოს წოდება, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბელა ხოტენაშვილმა მოიპოვა. მეორეზე ნატო იმნაძე გავიდა. ასევე, დამატებთი მაჩვენებლებით და 5,5 ქულით მესამე შედეგი ქალთა შორის მარიამ თევზაძემ აჩვენა.

სენიორთა ჩათვლაში საუკეთრსო შედეგი წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის (50+) ბრინჯაოს მედალოსანმა ზურაბ სტურუამ დააფიქსირა. მეორე ადგილზე 6 ქულით გიორგი გოგიჩაიშვილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილს  ასევე 6 ქულით მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონი (+50) გიორგი ბაღათუროვი დაეპატრონა.

დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ,  2016 წლის წარმატებული ქართველი მოჭადრაკეები დააჯილდოვა.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული ნინო ხომერიკი, მსოფლიოს ჩემპიონები სენიორთა შორის: ნონა გაფრინდაშვილი და გიორგი ბაღათუროვი; ბრინჯაოს პრიზიორები: თამარ ხმიადაშვილი და ზურაბ სტურუა.

 

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

 

  • სათაური: მერიის თასი ვოლკოვმა დაისაკუთრა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 31-12-2016 1:27 AM
  • Tags:
Top