ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მესამე წრე, პირველი ტური...

უსიამოვნო ინციდენტით დაიწყო მსოფლიო თასის მესამე  წრის  პირველი დღე. ტურნირის მონაწილეს, კანადის სახელით მოასპარეზე ანტონ კოვალიოვს მთავარმა მსაჯმა ტომაშ დელეგამ სამართლიანი შენიშვნა მისცა არასათანადო ჩაცმულობისთვის (სატურნირო  რეგლამენტით გათვალისწინებული დრესკოდის დარღვევის გამო). არბიტრმა  15 წუთი მისცა დრო კანადელ დიდოსტატს რათა ის შესაბამისად ჩაცმული მოსულიყო პარტიაზე. შენიშვნის შემდეგ კოვალიოვმა   დატოვა სათამაშო დარბაზი და აღარ დაბრუნდა. შედეგად გამოუცხადებლობის გამო   წაგება მიესაჯა.

   

კოვალიოვი პარტიაზე  მსოფლიოს თასის მონაწილისათვის შეუფერებელ ჭრელ ბერმუდებში გამოცხადდა.

ტურის  მთავარ მოულოდნელობად აქამდე დანაკარგის გარეშე მოასპარეზე კარლსენის მარცხი გახდა ბუ სიანჩჟისთან. თეთრი ფიგურებით მოთამაშე ჩემპიონის  მცირე უზუსტობები კარგად გამოიყენა  ჩინელმა დიდოსტატმა და დამაჯერებლად  გაიმარჯვა.

აუღელვებელმა ბუმ ნორვეგიელ ჩემპიონს მარცხი აგემა.

კარლსენს  დღევანდელ წაგებამდე  4-დან 4 გამარჯვება ჰქონდა.

 

საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებულმა ლევონ არონიანმა  იოლად მოიგო  2017 წლის ევროპის ჩემპიონი მაქსიმ მატლაკოვთან.

 მსოფლიოს საჭადრაკო  რეიტინგ-სიის  მეშვიდე ნომერმა უესლი სომ კი ესპანელი დიდოსტატი ფრანცისკო ვალეხო დაჯაბნა.

აღსანიშნავია, რომ დღეს 16 წყვილიდან 12-მა გართულებებს აარიდა თავი და მშვიდობიანად დაშორდა ერთმანეთს.

მათ შორის ფრედ დაასრულა შეხვედრა შავი ფიგურებით მოთამაშე ბაადურ ჯობავამ  რუსეთის ნაკრების წევრ იან ნეპომნიაშისთან.

ჯობავა პარტიაზე საბრძოლო განწყობით მივიდა. თუმცა, შავი ფიგურებით ყაიმი ნამდვილად ჩინებული შედეგია.

  

 იან ნეპომნიაში საკმაოდ ძლიერი მეტოქეა

...რა  არის ეს - ფიქრი თუ მედიტაცია?

ამერიკელმა დიდოსტატმა ალექსანდრ ლენდერმანმა  პირველ წრეში უძლიერესი უკრაინელი დიდოსტატი პაველ ელიანოვი დაამარცხა.ხოლო დღეს მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის მეორე ნომერ ფრანგ ვაშიე-ლაგრავს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია .

 

 

ლენდერმანის განსაკუთრებული  რიტუალი თამაშის წინ...

დღევანდელ ტურში დიდ ინტერესს იწვევდა ორი მეფის: ექსგვირგვინოსანი ვლადიმირ კრამნიკის და უგვირგვინო ვასილი ივანჩუკის დაპირისპირება.

  

პარტია  დიდი ხნის მეტოქეებს შორის მშვიდობიანად დასრულდა.

ახალგაზრდები, ნიჭიერები და კონტრასტულები...

და ბოლოს - ყველაზე კეთილშობილი მოთამაშე...

 ჭადრაკის რაინდი დავიდ ნავარა...

 

 

შეხვედრების ბადე

ფოტოგალერეა

ტექნიკური მონაცემები

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

 

  • სათაური: მესამე წრე, პირველი ტური...
  • ავტორი:
  • თარიღი: 10-09-2017 1:22 AM
  • Tags:
Top