ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მეტოქეთა ვინაობა გარკვეულია...

საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ნოკაუტ სისტემით ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრათა განრიგი. აღსანიშნავია, რომ  ირანის დედაქალაქ თეირანში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის  8 ქართველი მოჭადრაკე იბრძოლებს.

ჩემპიონატის საზეიმო გახსნის ცერემონიის დროს, კენჭისყრით გაირკვევა თუ ვინ რა ფერით ითამაშებს პირველი წრის პირველ პარტიას.

მატჩები ჩვენი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ნანა ძაგნიძე - მონა ხალედი;

სოფიო გვეტაძე - ნინო ბაციაშვილი;

ლელა ჯავახიშვილი - პამ ნგუენი;

სოფიკო გურამიშვილი -  სარასადატ ხადემალშარეხი;

ნინო ხურციძე - ნატალია ჟუკოვა

სალომე მელია - ეკატერინა ატალიკი

ბელა ხოტენაშვილი - ოლგა ზიმინა.

შეხვედრათა  განრიგი:

10 თებერვალი - გახსნა

11-13 თებერვალი - I წრე

14-16 თებერვალი - II წრე

17-19 თებერვალი - III  წრე

20-22 თებერვალი - IV წრე

23-25 თებერვალი -V წრე (ნახევარფინალი)

26  თებერვალი     -  დასვენების დღე

27 თებერვალი    -   3 მარტი  - VI წრე (ფინალი)

4 მარტი - დახურვა

 

  • სათაური: მეტოქეთა ვინაობა გარკვეულია...
  • ავტორი:
  • თარიღი: 17-01-2017 3:42 PM
  • Tags:
Top