ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მეწინავეობას ინარჩუნებენ...

დასასრულს მიუახლოვდა   მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშება ექსპერიმენტალურ ჭადრაკში ‘MAIA CHESS’.

‘MAIA CHESS’სისტემის არსი, თამაშის წესები და პირობები

პარტია იწყება განსაზღვრული პოზიციიდან, რომელიც შეიძლება მერყეობდეს 1 სვლიდან მე-15 ის ჩათვლით. მოთამაშეები პარტიის დაწყებამდე 10 წუთით ადრე უსხდებიან დაფას. თეთრი ფერით მოთამაშე კენჭისყრით იღებს პოზიციის განმსაზღვრელ ნომერს. შემდეგ მსაჯი ან თავად მოთამაშეები ალაგებენ დაფაზე შესაბამისს პოზიციას. მონაწილე ტურნირის განმავლობაში ორჯერ არ თამაშობს ერთი და იგივე პოზიციას.

აგრეთვე,  სიახლეა ტურნირში ქულათა  დათვლის სისტემაც. მეტოქეებს გამარჯვება 3 ქულა ეწერებათ, ხოლო ფრეზე 1 ქულა, წაგება -0.

დებულება

 

დასკვნითი, სათამაშო დღის წინ  ქალთა შორის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს ნანა ძაგნიძე. მის აქტივში 26 ქულაა. 22 ქულით მეორე ადგილზე სოფო ხუხაშვილია. ხოლო, სალომე მელია 19 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

 

ვაჟთა შორის ასევე შეინარჩუნა  ლიდერის ამპლუა  საერთაშორისო ოსტატმა გიგა ყუფარაძემ. მეორე ადგილზე ლევან ფანცულაია იმყოფება 22 ქულით, ხოლო მესამეზე 18 ქულით მერაბ გაგუნაშვილი

'მაიას თასის' დასკვნითი, ტურის მინიმატჩები განსაკუთრებით სანტერესო იქნება. ვინაიდან, ერთმანეთს ხვდებიან ორივე ტურნირის ლიდერები: ძაგნიძე - ხუხაშვილის და ყუფარაძე- ფანცულაიას.

 

სატურნირო მდგომარეობა მეოთხე   სათამაშო  დღის შემდეგ:

 

ქალები:

1.ნანა ძაგნიძე - 26 ქულა;

2.სოფო ხუხაშვილი  - 22  ქულა;

3.სალომე მელია - 19 ქულა;

4.ნინო ხომერიკი  - 17 ქულა;

5. მერი არაბიძე   - 15 ქულა;

6.სოფო გურამიშვილი - 13 ქულა;

7. ნინო ხურციძე  - 12 ქულა;

8.მაია ლომინეიშვილი - 8 ქულა. 

 

ვაჟები:

1.გიგა ყუფარაძე           - 23  ქულა;

2. ლევან ფანცულაია    -22 ქულა;

3.მერაბ გაგუნაშვილი    - 18  ქულა;

4. კონსტანტინე შანავა  - 16 ქულა;

5. მიხეილ მჭედლიშვილი - 15 ქულა;

6-7.ირაკლი ბერაძე, თორნიკე სანიკიძე  - 12 ქულა;

8. ლუკა პაიჭაძე - 8 ქულა.

 

ფოტოგალერეა

 

  • სათაური: მეწინავეობას ინარჩუნებენ...
  • ავტორი:
  • თარიღი: 16-06-2016 10:11 PM
  • Tags:
Top