ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მეწინავე პოზიციას ინარჩუნებს!

ნანა ძაგნიძემ, რიგაში მიმდინარე ევროპის პირადი პირველობის მეოთხე ტურში ფრედ დაასრულა შეხვედრა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ანა მუზიჩუკთან და მეწინავის პოზიციაც შეინარჩუნა.

ასევე ფრედ დაასრულა შეხვედრა ჩემპიონატის თითქმის ყველა ქართველმა მონაწილემ. გამონაკლისს ლელა ჯავახიშვილი შეადგენს რომელმაც თანამემამულე სოფო გვეტაძე დაამარცხა.

ამრიგად, ასპარეზობას ოთხი ტურის შემდეგ 3.5-3.5 ქულით 6 მონაწილე ლიდერობს:

 ძაგნიძე, მარია მუზიჩუკი (უკრაინა), ეკატერინე ატალიკი(თურქეთი), ოლგა ზიმინა(იტალია), ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი) და ზეინაბ მამედიაროვა (აზერბაიჯანი).

ლიდერთა ექვსეულს  ნახევარი ქულით ჩამორჩება 23 მონაწილისგან შემდგარი მდევართა ჯგუფი, მათ შორის არიან: ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი და მერი არაბიძე.

მეოთხე ტურის შეხვედრები:

ნანა ძაგნიძე (2528) ½:½ ანა მუზიჩუკი (უკრაინა;2587)

მერი არაბიძე (2373) ½:½ ბელა ხოტენაშვილი (2445)

ნინო ბაციაშვილი (2496) ½:½ ელიზავეტა მალახოვა (უკრაინა;2324)

სოფო გვეტაძე (2292) 0:1  ლელა ჯავახიშვილი (2456)

სალომე მელია (2400) ½:½ იუდიტ ფაჩსი (გერმანია;2274)

ანასატასია საზონოვა (რუსეთი;2143) ½:½ნინო ხომერიკი (2308)

 მეხუთე ტურის შეხვედრები:

ოლგა ზიმინა (იტალია;2395)- ნანა ძაგნიძე (2528)

ლელა ჯავახიშვილი (2456) - მერი არაბიძე(2373)

ბელა ხოტენაშვილი (2445) -ილზე ბერზინა (ლატვია;2297)

ანა ვარაკომსკა(პოლონეთი;2343)-ნინო ბაციაშვილი(2496)

ხაიალა აბდულა (აზერბაიჯანი;2241)-სალომე მელია (2400)

ნინო ხომერიკი (2308) - თეა გუეცი (იტალია;2132)

სვეტლანა პეტრენკო (მოლდოვა;2136)- სოფო გვეტაძე(2292)

 

სატურნირო მდგომარეობა 4 ტურის შემდეგ:

 3 ადგილი- ნანა    ძაგნიძე (2528) – 3,5 ქულა;

14.ბელა ხოტენაშვილი (2445) – 3 ქულა;

23. ლელა ჯავახიშვილი (2456) -3 ქულა;

26.მერი არაბიძე       (2373) -3 ქულა;

44.ნინო   ბაციაშვილი (2496)-2,5 ქულა.

45.სალომე მელია     (2400) – 2,5 ქულა;

62.ნინო ხომერიკი    (2308) -2 ქულა;

66.სოფიო გვეტაძე    (2292)-2 ქულა;

 

ტექნიკური  შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით- ‘ვიდეო’

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

 

 

  • სათაური: მეწინავე პოზიციას ინარჩუნებს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 15-04-2017 12:51 PM
  • Tags:
Top