ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მინისტრმა ვეტერანებს წარმატება მიულოცა...

ჩეხეთის ქალაქ მარიანსკე-ლაზნეში დასრულებულ ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა წარმატებულად იასპარეზა და მეხუთედ მოიპოვა (1995, 2009, 2014, 2015, 2016 წწ.) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული სენიორთა შორის,11-გზის ოლიმპიურმა და მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონმა ქართველმა მოჭადრაკემ ტურნირი მარცხის გარეშე განვლო და 9-დან 8 ქულით მიუწვდომელი აღმოჩნდა მეტოქეებისათვის. 
.ხოლო, 50 წლის ზემოთ მოჭადრაკეებში უძლიერესის ტიტული გიორგი ბაღათუროვმა დაისაკუთრა.

მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, ნონა გაფრინდაშვილს და ვეტერანთა ნაკრების წევრებს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძესთანერთად 8 დეკემბერს სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.

მსოფლიოს 26-ე ჩემპიონატზე, რომელიც 2 კატეგორიაში (+50 და +65 წლის მოჭადრაკეთა შორის) გაიმართა, საქართველოს სახელით სულ 6-მა მოჭადრაკემ ითამაშა და მათი მონაგარი 4 მედალია: 2 ოქრო და 2 ბრინჯაო!

50+წ. კატეგორიაში ვაჟთა შორის გაიმარჯვა საქართველოს სახელით მოასპარეზე, საერთაშორისო დიდოსტატმა - გიორგი ბაღათუროვმა, მესამე ადგილი დაიკავა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვაჟთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონმა სენიორთა შორის (2014წ.) ზურაბ სტურუამ.

6,5 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ქალთა შორის მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სენიორებში (1998;1999;2003;2010 წწ.) თამარ ხმიადაშვილი.

ვიდეო

  • სათაური: მინისტრმა ვეტერანებს წარმატება მიულოცა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 08-12-2016 6:11 PM
  • Tags:
Top