ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მოგესალმებით ქართული ჭადრაკის ყველა ქომაგს!

გილოცავთ შობა - ახალი წლის დადგომას, გისურვებთ წარმატებებს!

2016 წლის მეორე ნახევარი  წარმატებული იყო  ქართველი  ვაჟებისთვის. ბაქოში გამართული მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბოლო ტურამდე ჩვენები საპრიზო სამეულისათვის იბრძოდნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია გუნდის ლიდერის, ბაადურ ჯობავას ფენომენალური შედეგი: დაამარცხა ორი მსოფლიოს ექს ჩემპიონი და გაუსწრო მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენს, ოქროს მედალი პირველ დაფაზე საუკეთესო პერფომანსით. აღსანიშნავია, რომ  ახლახან  გამართულ არაოლიმპიურ სპორტის სახეობათა  დაჯილდოებაზე,  ჯობავა საუკეთესო სპორტსმენთა სამეულში დაასახელეს.

წარმატებული წელი იყო ქალთა ნაკრების წევრ ნინო ბაციაშვილისთვისაც, მსოფლიო ქალთა გრან პრის გათამაშებაში III და II ადგილები (ბათუმი, ხანტი-მანსიისკი), მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მცირე ვერცხლის მედალი.

წარმატებით იასპარეზეს ჩვენმა წარგზავნილებმა დეკემბრის ბოლოს ყატარში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში. ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა სწრაფ ჭადრაკში, ხოლო ლევან ფანცულაიამ ბრწყინვალე სტილში მსოფლიოს  ჩემპიონი მაგნუს კარლსენი დაამარცხა.

ვიმედოვნებ, 2017 წელიც  წარმატებული იქნება ჩვენი მოჭადრაკეებისათვის !

20 იანვრიდან, თბილისის ჭადრაკის სასახლეში  სტარტს აიღებს საქართველოს 76-ე ვაჟთა პირველობა, სადაც  ქვეყნის ყველა უძლიერესი მოჭადრაკე ითამაშებს ბაადურ ჯობავას გარდა.

ჩემპიონატში დაწესებულია საკმაოდ სოლიდური  საპრიზო ფონდი I-IVადგილზე გასული მონაწილეებისათვის, ხოლო საპრიზო სამეული ევროპის პირადი  ჩემპიონატის საგზურით დაჯილდოვდება.

 

 

  • სათაური: მოგესალმებით ქართული ჭადრაკის ყველა ქომაგს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 17-01-2017 3:12 PM
  • Tags:
Top