ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მომდევნო წრის საგზურისთვის 5 წყვილი იბრძოლებს

ქართული ჭადრაკის ლიდერის, ბაადურ ჯობავას დომინირებით მიმდინარეობდა მთელი პარტია  უესლი სოსთან დაპირისპირებაში.თუმცა, თეთრებით მოთამაშე ქართველი დიდოსტატის უპირატესობა ძნელი სარეალიზაციო იყო. საბოლოოდ ფრე და ჯობავა ხვალ დამატებითებში იბრძოლებს მეოთხედფინალის საგზურისთვის.

მთელი მატჩი ქართველი მოჭადრაკის უპირატესობით მიმდინარეობდა...

 

პრესცენტრში ყველაზე მეტი ქომაგი ჯობავას ჰყავს

 

აღსანიშნავია, რომ  მერვედფინალის 8 მატჩიდან მხოლოდ 3 დასრულდა ფრედ და 5 წყვილი ხვალ იბრძოლებს ტაი-ბრეიქში საგზურისთვის. შემდეგი წრის მხოლოდ ერთი წყვილია ცნობილი: ივანჩუკი- არონიანი და ეს მატჩი  განსაკუთრებულ  ინტერესს იწვევს ჭადრაკის მოყვარეულებში.

 

მეოთხე წრის  მეორე ტურის შედეგები:

ლევონ არონიანი (სომხეთი;2802)1:0   დანიილ დუბოვი (რუსეთი;2666)  1,5: 0,5

ბუ სიანჩჟი (ჩინეთი; 2714)  ½:½    პიოტრ სვიდლერი (რუსეთი; 2756) საერთო 1:1

დინგ ლირენი (ჩინეთი; 2771) 1:0  ვანგ ჰაო (ჩინეთი;2701) საერთო 1,5: 0,5

ვლადიმირ  ფედოსეევი (რუსეთი;2731) 0 : 1 მაქსიმ როდშტეინი (ისრაელი;2695) საერთო 1:1

ანიშ გირი (ჰოლანდია;2777) ½:½ ვასილი ივანჩუკი (უკრაინა;2727)  საერთო 0,5:1,5

ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი;2788) ½:½  მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი;2804)  საერთო 1:1

ბაადურ ჯობავა (საქართველო; 2702) ½:½  უესლი სო (აშშ;2792)  საერთო 1:1

ევგენი ნაერი (რუსეთი;2694)  ½:½  რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი; 2675)  საერთო 1:1

 

ამრიგად, დამატებითების გარეშე მომდევნო წრეში იასპარეზებენ:

ვასილი ივანჩუკი 

უგვირგვინო მეფე მეოთხედფინალში იასპარეზებს...

 

 

ლევონ არონიანი

გამოცდილმა არონიანმა მეორე პარტიაში ახალგაზრდა მეტოქე გადაითამაშა.

 

 დინგ ლირენი

'შინაომში' დინგმა ვანგი დაჯაბნა.

 

 

შეხვედრების ბადე

ფოტოგალერეა

ტექნიკური მონაცემები

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

 

  • სათაური: მომდევნო წრის საგზურისთვის 5 წყვილი იბრძოლებს
  • ავტორი:
  • თარიღი: 14-09-2017 12:18 AM
  • Tags:
Top