ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მონაწილეებმა ეკვატორი გადალახეს!

 

ლაგოდეხში მიმდინარე საკლუბო ჩემპიონატზე  დღეს მეოთხე ტური გაიმართა და  ორივე ლიდერმა:  ‘რუსთავმა’ და ‘ნონამ’ მეწინავეობა შეინარჩუნა  .

‘რუსთავმა’ დიდი ანაგარიშით 5,5 – 0,5 ‘ამბროლაური’ დაჯაბნა, ხოლო ‘ნონამ’ – ‘ქუთაისი’ დაამარცხა დამაჯერებლად. მესამე  საპრიზო ადგილზე  მყოფმა ‘თბილისმაც’ იოლად მოიგო  ‘გორთან’ შეხვედრა.

მიუხედავად 4:2 გამარჯვებისა, საკმაოდ დაძაბული  ბრძოლა  გაიმართა ‘სამეგრელო’ – ‘კახეთის’ მატჩში. მოულოდნელი გამარჯვებით მეგრელთა სასარგებლოდ ანგარიში გახსნა ბაჩანა მორჩიაშვილმა  ლელა ჯავახიშვილთან პარტიაში. ფრედ დაასრულეს შეხვედრები I-II დაფაზე მოთამაშე: ვაჰე ბაღდასარიანმა - მიხეილ მჭედლშვილთან და გიგა ყუფარაძემ - მერაბ გაგუნაშვილთან. მაგრამ, ბოლო დაფებმა აშკარად ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა  კახელთა შემოტევას. მაია ლომინეიშვილმა - ბელა ხოტენაშვილთან დაყარა ფარ-ხმალი, ნიკა ღვამბერია - ირაკლი ბერაძესთან დამარცხდა, ხოლო სუსანა გაბოიანი - ნატალია ბუქსასთან.

ხვალინდელ ტურში, ჩემპიონატის მთავარი დაპირისპირება, ორი ლიდერის: ‘ნონას’ და ‘რუსთავის’ დაპირისპირება გაიმართება. თამაშები 15:00 საათიდან დაიწყება.

 

მეოთხე ტურის შედეგები:

‘თბილისი’ (თბილისი) 4,5 : 1,5 ‘გორი’ (შიდა ქართლი);

‘სამეგრელო’ (სამეგრელო-ზემო-სვანეთი)2 : 4‘კახეთი’ (კახეთი);

‘ქუთაისი’ (იმერეთი) 1,5 : 4,5 ‘ნონა’ (აჭარა);

‘რუსთავი’ (ქვემო-ქართლი) 5,5 : 0,5  ‘ამბროლაური’ (რაჭა-ლეჩხუმი  ქვემო სვანეთი).

 

მეხუთე  ტურის შეხვედრები:

‘ამბროლაური’ (რაჭა-ლეჩხუმი  ქვემო სვანეთი) - ‘თბილისი’ (თბილისი);

‘ნონა’ (აჭარა)  -  ‘რუსთავი’ (ქვემო-ქართლი);

‘კახეთი’ (კახეთი) - ‘ქუთაისი’ (იმერეთი);

‘გორი’ (შიდა ქართლი) - ‘სამეგრელო’ (სამეგრელო-ზემო-სვანეთი);

 

სატურნირო  მდგომარეობა:

  1. ‘რუსთავი’ –    8 ქულა  (18);
  2.  ‘ნონა’       –      8 ქულა   (18);
  3.  ‘თბილისი’ -    6 ქულა  (14,0);
  4. ‘კახეთი’      -    4 ქულა  (14,5);
  5. ‘სამეგრელო’   - 2 ქულა (9,5);
  6.  ‘ამბროლაური’ -2 ქულა (8,5);
  7.  ‘ქუთაისი’      -  1  ქულა (8);
  8. ‘გორი’             - 1 ქულა (5,5) ;

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

ფოტოგალერეა

  • სათაური: მონაწილეებმა ეკვატორი გადალახეს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 25-09-2016 9:59 PM
  • Tags:
Top