ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მორიგი გამარჯვება!

 

დიდი  ანგარიშით -3:1 გაიმარჯვეს ჩვენმა ქალებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე ტურში  აზერბაიჯანის ნაკრებთან!

პარტიები მოიგეს ნანა ძაგნიძემ და სალომე მელიამ, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა და ნინო ბაციაშვილმა ყაიმით დაასრულეს შეხვედრა.  ამრიგად, საქართველოს შვიდი ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და ინდოეთთან და პოლონეთთან ერთად IV-VI ადგილებს ინაწილებს.

ბოლოსწინა მერვე ტურში, საქართველოს მეტოქე უკრაინა იქნება, რომელსაც 12 ქულა აქვს და რუსეთთან ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.

რაც შეეხება ვაჟთა ტურნირს, უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში მეორე ადგილზე მყოფმა ჩინეთმა ერთპიროვნულ ლიდერ რუსეთს მოუგო და პირველ ადგილზე გადაინაცვალა

 

VII  ტურის შედეგები:

აზერბაიჯანი 1: 3 საქართველო

 

ზეინაბ მამედიაროვა (2289) 0:1 ნანა ძაგნიძე (2533)

 გიუნაი მამედზადე(2368) ½:½  ლელა ჯავახიშვილი(2447)

გიულნარ მამედოვა(2362) ½:½  ნინო ბაციაშვილი(2469)

იულვია ფატალიევა(2341) 0:1 სალომე მელია (2393)

 

რუსეთი 3,5:0,5 პოლონეთი

ჩინეთი 2 : 2 ინდოეთი

ვიეტნამი 2 : 2 აშშ

ეგვიპტე 1,5:2,5 უკრაინა

 

სატურნირო მდგომარეობა VII ტურის შემდეგ:

1-2.უკრაინა, რუსეთი  -12 ქულა

3.ჩინეთი - 9 ქულა;

4-5.საქართველო, ინდოეთი - 8 ქულა;

6.პოლონეთი - 7 ქულა;

7.ვიეტნამი - 5 ქულა;

8-9.აზერბაიჯანი, აშშ  - 4 ქულა;

10.ეგვიპტე - 0.

 

VIII  ტურის შეხვედრები:

 

უკრაინა - საქართველო

აშშ - აზერბაიჯანი

ინდოეთი- ვიეტნამი

პოლონეთი-ჩინეთი

ეგვიპტე - რუსეთი

 

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

 

  • სათაური: მორიგი გამარჯვება!
  • ავტორი:
  • თარიღი: 24-06-2017 10:50 PM
  • Tags:
Top