ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მოსკოვში სამი ქართველი მოჭადრაკე იასპარეზებს...

მოსკოვში სტარტი აიღო ტრადიციულმა, რიგით მე-15 ‘Аэрофлот Опен 2017’  ფესტივალმა. ასპარეზობა სამ ტურნირად გაიმართება: ‘А’, ‘В’ და ‘С’. ყველაზე დიდ ინტერესს ‘А’ ტურნირი იწვევს სადაც მხოლოდ 2500-ის ზემოთ რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს შეუძლიათ ასპარეზობა. სამივე შეჯიბრის საერთო საპრიზო ფონდი 140 000 ევროს შეადგენს.

 ‘А’ ტურნირში  სასტარტო რეიტინიგ-სიის  მე-4 ნომერი და ასპარეზობის ფავორიტია, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა. აღსანიშნავია, რომ ბაადური 2006 წელს უკვე იყო ‘აეროფლოტის ღია ტურნირის’ გამარჯვებული.

‘В’ ტურნირში კი საქართველოს სახელით: მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული მერი არაბიძე და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ნინო ხომერიკი ითამაშებენ.

პარტიების თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

პარტიების ჩვენება ანალიზით

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: მოსკოვში სამი ქართველი მოჭადრაკე იასპარეზებს...
  • ავტორი:
  • თარიღი: 22-02-2017 11:09 AM
  • Tags:
Top