ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მსაჯთა ტესტირება

        გთავაზობთ ჭადრაკის სასახლეში  გამართული მსაჯთა ტესტირების  ნიმუშს.      

 

თბილისი, 2016/04/11                                             სახელი, გვარი

                                                                                                          ----------------------------------------

  1. „სწრაფი“ კითხვები  (ყოველი კითხვა 1 ქულა)
  1. შეუძლია თუ არა მსაჯს მიიღოს გადაწყვეტილება ისეთი შემთხვევის დროს რომელსაც არ არეგულირებს ფიდეს წესები?

 

ა) არა, მან უნდა გადადოს გადაწყვეტილების მიღება და უნდა დაეკითხოს კომპენტეტურ ორგანიზაციას (მაგ. ფიდეს).

ბ) კი, საკუთარი გამოცდილების საფუძველზე და ანალოგიური სიტუაციების შესწავლით, რომელიც განსაზღვრულია ფიდეს წესებით.

გ) არა, მან უნდა გადადოს გადაწყვეტილების მიღება და უნდა დაეკითხოს ეროვნულ ფედერაციას.

 

  1. თუ მოჭადრაკე განზრახ შეეხება საკუთარ მეფესა და ეტლს მაგრამ მას არ შეუძლია როქის გაკეთება შესაბამის მხარეს.

 

ა) მოჭადრაკემ დაკარგა როქის გაკეთების უფლება მეორე მხარესაც თუ ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც კი.

ბ) მოჭადრაკემ უნდა ითამაშოს მეფით ნებისმიერი შესაძლებელი სვლა, მათ შორის როქი.

გ) მოჭადრაკემ სვლა უნდა გააკეთოს ეტლით.

 

  1. ისეთ ტურნირში რომელშიც თამაშობენ მოჭადრაკეები 2200-ზე მეტი რეიტინგით, დროის კონტროლი უნდა იყოს

 

ა) თითოეულ მოჭადრაკეს უნდა ქონდეს არანაკლებ 120 წუთი პარტიაზე.

ბ) თითოეულ მოჭადრაკეს უნდა ქონდეს არანაკლებ 90 წუთი პარტიაზე.

გ) თითოეულ მოჭადრაკეს უნდა ქონდეს არანაკლებ 60 წუთი პარტიაზე.

 

  1. პარტია რომელშიც დროის კონტროლია 40 სვლაზე 2 საათი და 30 წუთის დამატებით პარტიის ბოლომდე, როდესაც მოჭადრაკეს რჩება 5 წუთზე ნაკლები

 

ა) არ არის ვალდებული ჩაწეროს პარტია.

ბ) ვალდებულია ჩაწეროს მხოლოდ საკუთარი სვლები.

გ) უნდა აღნიშნოს გაკეთებული სვლები.

 

  1. ორივე მოჭადრაკემ ვალდებულია ჩაიწეროს სვლები თუ მას ყოველ სვლაზე ემატება

 

ა) არანაკლებ 20 წამისა

ბ) არანაკლებ 30 წამისა

გ) არანაკლებ 1 წუთისა

 

  1. მოჭადრაკე ვალდებულია

 

ა) თამაშის დროს ფიგურები გადაადგილოს ერთდაიგივე ხელით.

ბ) ჩაიწეროს სვლა იმავე ხელით რომლითაც აკეთებს სვლას.

გ) გააკეთოს სვლა და გადართოს საათი ერთდაიგივე ხელით.

 

  1. თუ პარტია დაიწყო არასწორი (მაგ. თეთრების ნაცვლად შავი) ფერის ფიგურებით, მაშინ

 

ა) პარტია უნდა შეწყდეს და დაიწყოს თავიდან უკვე სწორი ფერებით.

ბ) პარტია უნდა გაგრძელდეს თუ მსაჯი არ გადაწყვეტს სხვაგვარად.

გ) პარტია უნდა შეწყდეს, მსაჯი აფრთხილებს ორივე მოჭადრაკეს და პარტია გრძელდება.

 

  1. თუ პარტიის მსვლელობისას გაირკვა, რომ გაკეთდა არასწორი სვლა მაგრამ შეუძლებელია იმ პოზიციის აღდგენა რომელშიც გაკეთდა არასწორი სვლა, მაშინ

 

ა) პარტია უნდა გაგრძელდეს იმ პოზიციიდან რომელამდეც შეცდომით გაკეთებულის სვლის შემდეგ შესაძლებელია აღდგენა.

ბ) ახალი პარტია უნდა ითამაშონ შემოკლებული დროის კონტროლით.

გ) მსაჯი აცხადებს, რომ პარტია დასრულდა ყაიმით.

 

  1. თუ პარტიის მსვლელობისას მოჭადრაკეს დაურეკა მობილურმა ტელეფონმა, მაშინ მსაჯმა

 

ა) უნდა გააძევოს მოჭადრაკე სათამაშო დარბაზიდან.

ბ) უნდა გააფრთხილოს მოჭადრაკე და მისცეს თამაშის გაგრძელების საშუალება.

გ) უნდა ჩაუთვალოს წაგება და შეიტანოს შესაბამისი შედეგი ოქმში.

 

  1. მოჭადრაკე აკეთებს შეუძლებელ სვლას და მსაჯი ამას ამჩნევს. 1 დაფაზე არის 1 მსაჯი, მაშინ

 

ა) მოწინააღმდეგეს ეთვლება მოგება კლასიკურ ჭადრაკში.

ბ) მოწინააღმდეგეს ეთვლება მოგება ელვისებურ (ბლიცი) ჭადრაკში.

გ) მოწინააღმდეგეს ემატება 1 წუთი ელვისებურ (ბლიცი) ჭადრაკში.

 

  1. ბლიც პარტიაში ერთ მხარეს აქვს მეფე და ლაზიერი, მეორე მხარეს მეფე და კუ. ძლიერ მხარეს ჩამოუვარდა ალამი. მსაჯის გადაწყვეტილება.

 

  1. ბლიც პარტიაში ერთ მხარეს აქვს მეფე და შავ უჯროვანი კუ, მეორე მხარეს მეფე და თეთრ უჯროვანი კუ. ერთ-ერთ მხარეს ჩამოუვარდა ალამი. მსაჯის გადაწყვეტილება.

 

  1. „ვერცხლის“ შეკითხვები (ყოველ კითხვა 2 ქულა)

(პასუხები უნდა იყოს მაქსიმალურად სრული)

 

  1. პარტიაში დროის შემდეგი კონტროლით - 90 წუთი 40 სვლაზე, ნახევარი საათის დამატებით პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. მოჭადრაკე თეთრი ფერებით აკეთებს სვლას კC3-D5. მოჭადრაკე შავებით ამჩნევს, რომ ეს სვლა არის შეუძლებელი და ამის შესახებ განუცხადებს მსაჯს.

რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მსაჯმა და როგორი უნდა იყოს მისი მოქმედება თუ:

ა) ეს არის პირველი შეუძლებელი სვლა.

 

ბ) თუ ეს არის მეორე შეუძლებელი სვლა.

 

  1. პარტიაში დროის შემდეგი კონტროლით - 90 წუთი 40 სვლაზე, ნახევარი საათის დამატებით პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. მსაჯმა შენიშნა, რომ ერთ-ერთ საათი აჩვენებს დროის კონტროლის არაშესაბამის დროს. როგორი უნდა იყოს მსაჯის მოქმედება?

 

  1. პარტიაში, 25 წუთიანი დროის კონტროლით მოჭადრაკე თეთრებით აკეთებს სვლას მC1-C3, მოწინააღმდეგე (შავებით) ვერ ამჩნევს, რომ ეს სვლა არის შეუძლებელი, აკეთებს საკუთარ სვლას და აგრძელებს პარტიას. მსაჯი ამ ქმედებების დროს იმყოფება პარტიასთან და სრულად ხედავს მომხდარს.

როგორი უნდა იყოს მსაჯის მოქმედება თუ:

ა) 3 დაფაზე არის ერთი მსაჯი.

 

ბ) 5 დაფაზე არის ერთი მსაჯი.

  1. პარტიაში, 25 წუთიანი დროის კონტროლით მოჭადრაკე შავებით აკეთებს სვლას კC3-D5. მოწინააღმდეგე (თეთრები) ამჩნევს, რომ ეს სვლა არის შეუძლებელი, არ აკეთებს სვლას, უხმობს მსაჯს და ითხოვს მოგებას.

როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მსაჯმა თუ:

 

ა) 2 დაფაზე არის ერთი მსაჯი.

ბ) 7 დაფაზე არის ერთი მსაჯი.

 

  1. კლასიკურ ჭადრაკში პაიკი გადადის ბოლო ჰორიზონტალზე, მოჭადრაკე იღებს ეტლს და დაფაზე დებს გადმობრუნებულად. მსაჯის მოქმედება თუ სვლა დასრულებულია.

 

  1. კლასიკურ ჭადრაკში მსაჯი ამჩნევს, რომ ორივე მოჭადრაკის დრო ამოწურულია (ალამი ჩამოვარდა) და ვერცერთი მოჭადრაკე ვერ ამჩნევს ამას. რა ხდება?

 

ა) თუ ეს მოხდა პირველი დროის კონტროლის შემდეგ.

ბ) თუ ეს მოხდა ბოლო დროის კონტროლის დროს.

 

  1. მოჭადრაკე იღებს ხელში ფიგურას, ამბობს „ვასწორებ“, დებს ფიგურას იმავე უჯრაზე რომელზეც იდგა და აკეთებს სვლას სხვა ფიგურით.

საჭადრაკო წესებით შესაძლებელია ასეთი ქმედება?

 

  1. პარტიაში დროის შემდეგი კონტროლით - 2 საათი 40 სვლაზე, 1 საათის დამატებით პარტიის ბოლომდე. მოჭადრაკე დაფაზე აკეთებს მეორმოცე სვლას, დგება დაფიდან და მიემართება ტუალეტისკენ, რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მას ახსენდება, რომ დაავიწყდა საათის გადართვა და ბრუნდება დაფასთან მაგრამ ალამი უკვე ჩამოვარდნილია.

როგორია მსაჯის სწორი გადაწყვეტილება?

  1. კლასიკურ ჭადრაკში მოჭადრაკეს სურს ყაიმის მოთხოვნა ერთდაიგივე პოზიციის სამჯერ გამეორების გამო.

როგორ უნდა მოიქცეს ის საჭადრაკო წესებიდან გამომდინარე? ჩამოაყალიბეთ ფორმულირება „ერთდაიგივე პოზიცია“.

 

ა) თავის სვლაზე

ბ) მოწინააღმდეგის გაკეთებული სვლის შემდეგ

 

  1. განმარტეთ ტერმინი „სათამაშო სივრცე“. შეუძლია თუ არა მოჭადრაკეს სათამაშო სივრცის დატოვება პარტიის დასრულებამდე?

 

  1. რა შედის მთავარი მსაჯის მოვალეობაში ტურნირის დაწყებამდე?

 

  1. რამდენია მინიმალური დროის კონტროლი ფიდეს ტიტულის ნორმიან ტურნირში? რამდენია მინიმალური დროის კონტროლი ფიდეს რეიტინგ (კლასიკურ) ტურნირში?

 

  1. დაწერეთ 10 კაციან წრიული ტურნირში 1-4 ტურის წყვილები.

 

 

 

  1. „ოქროს“ შეკითხვები (თითოეული კითხვა 5 ქულა)

 

  1. დროის  კონტროლი - 90 წუთი 40 სვლაზე, 15 წუთის დამატებით პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

 

ა. დააყენეთ აღნიშნული კონტროლი საათზე.

ბ) პარტიის მსვლელობის დროს ელექტრონული საათი გაითიშა. დადგინდა, რომ თეთრებმა გააკეთეს 25 სვლა, ხოლო შავებმა კი 24 სვლა. თეთრებს ქონდა დარჩენილი 5 წუთი და 3 წამი, ხოლო შავებს 10 წუთი და 35 წამი. დააყენეთ საათი რათა გაგრძელდეს პარტია.

 

  1. 15 სვლაზე აღმოაჩინეს, რომ თეთრების მე-10 სვლა იყო არასწორი (შეუძლებელი).

რა ხდება?

 

ა) კლასიკურ პარტიაში.

ბ) ბლიც პარტიაში (1 მსაჯი 2 დაფაზე).

გ) სწრაფ პარტიაში (1 მსაჯი 3 დაფაზე).

 

  1. თქვენ მსაჯის ამპლუაში ესწრებით პარტიას დროის  კონტროლით - 2 საათი 40 სვლაზე, 15 წუთის დამატებით პარტიის ბოლომდე. პირველი კონტროლის მიწურულს ორივე მოჭადრაკე არის ცაიტნოტში, აქვთ დრო 5 წუთზე ნაკლები. ორივე მოწინააღმდეგემ პარტიის ჩაწერა შეწყვიტა. აღწერეთ თქვენი მოქმედება მას შემდეგ რაც ორივე მოჭადრაკე გააკეთებს 40 სვლას.

 

  1. კოეფიციენტები:

შვეიცარიული სისტემის ტურნირის მონაწილე

ბ ა რ ა თ ი

გამოთვალეთ:

  1. ბუხგოლცი  cut-1                     ------------

 

  1. საშუალო ბუხგოლცი -1        -------------

 

  1. პროგრესი                                --------------

წრიული ტურნირის ცხრილი

Rank

SNo.

 

Name

Rtg

FED

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

Pts

1

9

IM

Batsiashvili Nino

2450

GEO

*

½

½

1

½

1

½

1

1

1

7

2

4

GM

Khotenashvili Bela

2526

GEO

½

*

0

½

½

1

1

1

1

½

6

3

5

IM

Khurtsidze Nino

2455

GEO

½

1

*

½

0

0

1

1

1

1

6

4

6

IM

Melia Salome

2473

GEO

0

½

½

*

1

½

1

1

0

1

5

2

IM

Arabidze Meri

2366

GEO

½

½

1

0

*

½

0

1

1

1

6

7

IM

Javakhishvili Lela

2486

GEO

0

0

1

½

½

*

0

1

1

1

5

7

10

IM

Gvetadze Sofio

2315

GEO

½

0

0

0

1

1

*

½

½

1

8

1

 

Kuchava Ana

2122

GEO

0

0

0

0

0

0

½

*

1

1

9

8

 

Vakhania Alexandra

2145

GEO

0

0

0

1

0

0

½

0

*

0

10

3

WFM

Zhorzholiani Meri

2072

GEO

0

½

0

0

0

0

0

0

1

*

                     

გამოთვალეთ მერი არაბიძის ბერგერის კოეფიციენტი                    ---------------

  • სათაური: მსაჯთა ტესტირება
  • ავტორი:
  • თარიღი: 15-04-2016 6:34 PM
  • Tags:
Top