ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მსოფლიოს თასი ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს...

დღეს, 12 სექტემბერს სასტუმრო ‘პრეფერენს ჰუალინგში’ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის, ზურაბ აზმაიფარაშვილის პრესსკონფერენცია გაიმართა.

მსოფლიოს თასი ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს -განაცხადა  ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა. აგრეთვე დასძინა, რომ  მსოფლიო თასის გათამაშება ბევრმა ფავორიტმა დატოვა და ეს უფრო აძლიერებს ინტერესს  ტურნირის მიმართ.

ასევე აღნიშნა, რომ ანტონ კოვალიოვი არავის გაუძევებია სათამაშო დარბაზიდან და არც არავის აუკრძალავს მისთვის თამაში. FIDE-ს რეგულაციის თანახმად, მას არასათანადო ჩაცმულობაზე მიუთითეს - ჯერ ტურნირის მთავარმა არბიტრმა, შემდეგ კი ორგანიზატორებმა, თუმცა მოჭადრაკემ არ მიიღო შენიშვნა.მას არ გაუფრთხილებია ორგანიზატორი რომ აღარ ითამაშებდა, არ გაუსწორებია ანგარიში ბუღალტერიაში.

და თუ ბატონი კოვალიოვი უარს იტყვის ფულადი პრიზის აღებაზე, საორგანიზაციო კომიტეტისათვის ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან  FIDE-ს ანგარიშზე მთლიანი საპრიზო ფონდი - 1, 776 მილიონი დოლარი უკვე გადარიცხულია.

დასასრულს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა  მედიის წარმომადგენლებს მხარდაჭერისათვის.

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

  • სათაური: მსოფლიოს თასი ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს...
  • ავტორი:
  • თარიღი: 12-09-2017 9:58 PM
  • Tags:
Top