ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მსოფლიო თასის მფლობელს ტაი-ბრეიქი გამოავლენს...

თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასის დასკვნითი, მეოთხე პარტიაც ყაიმით დასრულდა. თუმცა, მთელი პარტია შავი ფერის ფიგურებით მოთამაშე ლევონ არონიანის  დომინირებით მიმდინარეობდა.

დღევანდელი პარტია მედიის  ყურდღების ცენტრში იყო.

მოგებამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა  სომეხ დიდოსტატს...

შეხვედრაში რაგოზინის დაცვა გათამაშდა და  შავებმა იოლად გაათანაბრეს.არონიანმა შუა თამაშში კარგად  გამოიყენა მეტოქის მცირე უზუსტობები და ენდშპილში ზედმეტი პაიკით გადავიდა. თუმცა, შემდგომში რეალიზაცია გაუჭირდა და საბოლოოდ ყაიმს დასჯერდა.

აუღელვებელი დინი როგორც ყოველთვის მედგრად იცავდა თავს...

ამრიგად,  ძირითადი მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და ხვალ დამატებითი ტაი-ბრეიქი გამოავლენს გამარჯვებულს.უნდა აღინიშნოს რომ მთელი მატჩი არონიანის უპირატესობით მიმდინარეობდა.

 

ხვალ, 15:00 საათზე სასტუმრო ‘ბილტმორის’ ისტორიულ დარბაზში დაძაბული სანახაობის მომსწრე ვიქნებით.

 

შეხვედრების ბადე

ფოტოგალერეა

ტექნიკური მონაცემები

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: მსოფლიო თასის მფლობელს ტაი-ბრეიქი გამოავლენს...
  • ავტორი:
  • თარიღი: 26-09-2017 10:29 PM
  • Tags:
Top