ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მსოფლიო თასმა ‘ბილტმორში’ გადმოინაცვლა!

 

ვაჟთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებამ ადგილმდებარეობა შეიცვალა და ‘ჰუალინგ პრეფერენსიდან’  სასტურმო ‘ბილტმორში’ გადმოინაცვლა. უცვლელი დარჩა თამაშის დაწყების დრო- 15:00. ფინალური მატჩი 4 კლასიკური პარტიისგან შედგება და ფრედ დასრულების შემთხვევაში ტაი-ბრეიქი გამოავლენს უძლიერესს.

ფინალი 90-იან წლების  საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართება. დარბაზში, სადაც 1995 წლის 24 აგვისტოს,საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს.

მონაწილეებს და დამსწრეებს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი მიესალმა.

და  მონაწილეები წარადგინა

მატჩის საპატიო სტუმრები:საქართველოს პარლამენტის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი ისრაელ გელფერი, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე.

შეხვედრაში სიმბოლური პირველი სვლა  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გააკეთა.

პარტიაში ინგლისური დასაწყისის იშვიათი ვარიანტი გათამაშდა. მეტოქეებმა დებიუტშივე გაცვალეს ლაზიერები და დაახლოებით თანაბარ პოზიციაში მანევრულ ბრძოლაზე გადავიდნენ.თეთრებს რაღაც მომენტში შეეძლოთ გარისკვა, მაგრამ პოზიციის გართულებას  სოლიდური  მოქმედება ამჯობინეს და საბოლოოდ სვლების გამეორებით შეხვედრა ყაიმით დასრულდა.

ხვალ მეორე პარტია გაიმართება და თეთრი ფიგურებთ დინ ლიჟენი იასპარეზებს.

ფინალში დამარცხებული - 80 000$ დაჯილდოვდება,   ხოლო გამარჯვებული - 120 000$-ით.

გარდა ამისა  ფინალში გასულმა  მონაწილეებმა  პრეტენდენტთა  ტურნირში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვეს.

 

შეხვედრების ბადე

ფოტოგალერეა

ტექნიკური მონაცემები

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

 

  • სათაური: მსოფლიო თასმა ‘ბილტმორში’ გადმოინაცვლა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 23-09-2017 11:13 PM
  • Tags:
Top