ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის კარლსენს კარიაკინი შეეჭიდება

დასრულდა ვაჟთა შორის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის პრეტენდენტთა ტურნირი, რომელსაც ქალაქი მოსკოვი(რუსეთი) მასპინძლობდა. 14 შესაძლებლიდან 8.5 ქულით პირველი ადგილი და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან(ნორვეგია) თამაშის უფლება მასპინძელთა წარმომადგენელმა - სერგეი კარიაკინმამოიპოვა.

პრეტენდენტთა ტურნირში, რომელსაც მოსკოვის ცენტრალური ტელეგრაფის შენობა მასპინძლობდა, მსოფლიოს რვა საუკეთესო მოჭადრაკე - სერგეი კარიაკინი(რუსეთი), ვიშვანათან ანანდი(ინდოეთი), ვესელინ ტოპალოვი(ბულგარეთი), ჰიკარუ ნაკამურა(აშშ), პიოტრ სვიდლერი(რუსეთი), ლევონ არონიანი(სომხეთი), ანიშ გირი(ჰოლანდია) და ფაბიანო კარუანა(აშშ) მონაწილეობდა. მათ შორის ყველაზე ტიტულოვანი ანანდი გახლდათ,  რომელიც უკვე რამდენჯერმე ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს. ინდოელ მოჭადრაკეს გვირგვინი ამჟამინდელმა ჩემპიონმა  კარლსენმა ჩამოართვა. შეჯიბრში კიდევ ერთიო მსოფლიოს ექსსჩემპიონი ტოპალოვი იღებდა მონაწილეობას.

ასპარეზობა ორ წრედ 14 ტურად ჩატარდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ ბოლო ტურში ერთმანეთს 7.5-7.5 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი კარიაკინი და კარუანა დაუპირისპირდნენ. პირველი ადგილის დასაკავებლად კარიაკინს ყაიმიც ჰყოფნიდა, ხოლო კარუანას მხოლოდ მოგება სჭირდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კარუანა იძულებული იყო შეეტია მეტოქისათვის. შეტევაში გართული მეტოქის შეცდომით ისარგებლა კარიაკინმა, რომელმაც შეძლო მისი დამარცხება და უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება.

პირველ ადგილზე გასულმა კარიაკინმა 14 პარტიიდან 4 მოიგო, 9 ყაიმით დაასრულა და მხოლოდ ერთი პარტია წააგო, ისიც ყველაზე ტიტულოვან ანანდთან, რომელმაც კარუანასთან ერთად II-III ადგილები გაიყო.

 

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა

I - კარიაკინი -8,5 ქულა

II–III  -კარუანა, ანანდი- 7,5-7,5 ქულა;

IV-VII - ნაკამურა, გირი , სვიდლერი, არონიანი -  7-7 ქულა;

VIII - ტოპალოვი- 4,5 ქულა.

 

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის კარლსენს კარიაკინი შეეჭიდება
  • ავტორი:
  • თარიღი: 30-03-2016 4:11 PM
  • Tags:
Top