ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა!

ბელა ხოტენაშვილმა, ჩინეთის ჩენდუში მიმდინარე ქალთა გრან პრის მესამე ტურში, მსოფლიოს ექსჩემპიონი, მარია მუზიჩუკი დაამარცხა!

პარტიის მსვლელობისას, მეტოქეები ინგლისური დასაწყისიდან ძველინდურ რელსებზე გადაერთვნენ და ბელამ კარგად გამოიყენა მოწინააღმდეგის მიერ დებიუტში დაშვებული უზუსტობა, რომელსაც  ტიპიური დარტყმით უპასუხა.

13.b4!-ის შემდეგ თეთრებით მოთამაშე ბელამ დიდი უპირატესობა მოიპოვა და  დამაჯერებლად  მიიყვანა პარტია ლოგიკურ დასასრულამდე.

 

შეჯიბრის მეორე ქართველმა მონაწილე ლელა ჯავახიშვილმა ფრედ დაასრულდა შეხვედრა შვედ პია კრამლინგთან. თუმცა, აღსანიშნავია რომ მთელი პარტიის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა.

 

სატურნირო მდგომარეობა:

1-2.ჰარიკა დრონოვალი, ჰამპი კონერუ - 2,5 ქულა;

3-4. ბელა ხოტენაშვილი, ანტოანეტა სტეფანოვა - 2 ქულა

5-7.ჟუ ვენჟუნი, პია კრამლინგი,ანა მუზიჩუკი -  1,5 ქულა;

8-11.ანა მუზიჩკი, ოლგა გირია,ტან ჟონგი,ლელა ჯავახიშვილი - 1 ქულა;

12.ჟაო ქსიუ - 0,5 ქულა.

 

მომდევნო ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

მარია მუზიჩუკი - ჰარიკა

კრამლინგი - ჟუ ვენჟუნი

ანა მუზიჩუკი - ჯავახიშვილი

კონერუ - ტან ჟონგი

სტეფანოვა - გირია

ხოტენაშვილი - ჟაო ქსიუ

 

ტურნირი 12 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 11 ტურად ტარდება და საკმაოდ წარმომადგენლობითია. მონაწილეთა შორის არიან: მსოფლიოს ექსჩემპიონები: სტეფანოვა და მარია მუზიჩუკი; ევროპის ექსჩემპიონი პია კრამლინგი; მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები: ჟუ ვენჟუნი, ჟაო ქსიუ, ოლგა გირია; მსოფლიოს საჭადრაკო რეიტინგ-სიის მუდმივი ერთ-ერთი ლიდერი, ჰამპი კონერუ.

მონაწილეები შემდეგ დღეებში ასპარეზობენ: 2,3,4,5,7,8,9,10 ,12,13 ივლისი, ხოლო 6 და 11 ივლისი დასვენების დღეებია.

საპრიზო ფონდი - 60 000€

ადგილი

პრიზი

სერიის ჩასათვლელი ქულა

გრან პრის საერთო ჯამური  პრიზი

I

€10.000

160

€ 25.000

II

€ 8.250

130

€ 20.000

III

€ 6.750

110

€ 15.000

IV

€ 5.750

90

€ 10.000

V

€ 5.000

80

€ 7.500

VI

€ 4.500

70

€ 5.500

VII

€ 4.250

60

€ 4.000

VIII

€ 4.000

50

€ 3.000

IX

€ 3.250

40

 

X

€ 3.000

30

 

XI

€ 2.750

20

 

XII

€ 2.500

10

 

 

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

 

  • სათაური: მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 04-07-2016 8:24 PM
  • Tags:
Top