ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მუზიჩუკის გამარჯვებით დასრულდა

 

ელვისებურ ჭადრაკში  ევროპის ქალთა ჩემპიონატი სასტუმრო ‘იოტა’-ში დასრულდა. 13 ტურიდან 10 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად გაიმარჯვა მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონმა სწრაფ ჭადრაკში ანა მუზიჩუკმა (უკრაინა;2611). გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და შემდეგნაირად განაწილდნენ:

2.ელიზაბეტ  პეტცი (გერმანია;2475);

3.მონიკა სოჩკო       (პოლონეთი;2314);

4.ანა მათნაძე           (ესპანეთი;2429).

ქართველი მონაწილეებიდან საუკეთესო შედეგი საერთაშორისო დიდოსტატმა  ინგა ჭარხალაშვილმა (2302) აჩვენა.

ასპარეზობაზე   16 ქვეყნის 77 მოჭადრაკე მონაწილეობდა , მათ შორის 55 საერთაშორისო წოდების მქონე.

 მონაწილეთა შორის იყვნენ:მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები, საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები  სხვადასხვა წლებში :ანტუანეტა სტეფანოვა, ალექსნდრა კოსტენიუკი,ანა უშენინა, ანა მუზიჩუკი,პია კრამლინგი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი და ა.შ.

ტურნირის ორგანიზატორები: თბილისის მერია,საქართველოს  კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ევროპის საჭადრაკო კავშირი, პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაცია და საქართველოს  ჭადრაკის ფედერაცია.

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

ფოტოგალერეა

  • სათაური: მუზიჩუკის გამარჯვებით დასრულდა
  • ავტორი:
  • თარიღი: 01-04-2018 1:21 PM
  • Tags:
Top