ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს

დღევანდელ ტურში ყურადღების ცენტრში საქართველოს ნაკრების ორი წამყვანი მოჭადრაკის: ბელა ხოტენაშვილის და ლელა ჯავახიშვილის ორთაბძოლა იყო. თუმცა, დიდოსტატებმა დაძაბულ ბრძოლას თავი აარიდეს და მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს.

მეტოქის დახმარებით გამანადგურებულ სტილში მოიგო ნინო ბაციაშვილმა ნინო ხომერიკთან პარტია.

ორი სასტარტო მარცხის შემდეგ ‘ფორმაში’ შედის მერი არაბიძე. დღეს, მან მეორე პარტია მოიგო ზედიზედ. მერის მეტოქე მირანდა მიქაძე გახლდათ.

დამაჯერებლად გაიმარჯვა და ერთპიროვნულად ჩაუდგა ჩემპიონატს სათავეში სალომე მელია.

დიდი ბრძოლის გარეშე, მე-19 სვლაზე შეთანხმდნენ ყაიმზე მაკა ფურცელაძე და სოფიო გვეტაძე.

მეოთხე ტური:

მელია სალომე (2404) 1:0 წერეთელი თამარ (2332)

მიქაძე მირანდა (2258) 0:1 არაბიძე მერი  (2356)

ხოტენაშვილი ბელა ( 2487) 1/2:1/2  ჯავახიშვილი ლელა (2463)

ფურცელაძე მაკა(2346)1/2:1/2  გვეტაძე სოფიო (2297)

ბაციაშვილი ნინო (2504) 1:0 ხომერიკი ნინო(2303)

მომდევნო მეხუთე ტურში ერთმანეთს შეხვდებიან:

ხომერიკი ნინო(2303) - მელია სალომე (2404)

გვეტაძე სოფიო (2297) - ბაციაშვილი ნინო (2504)

ჯავახიშვილი ლელა (2463) - ფურცელაძე მაკა(2346)

არაბიძე მერი  (2356) - ხოტენაშვილი ბელა  (2487)

წერეთელი თამარ (2332) - მიქაძე მირანდა (2258)

სატურნირო მდგომარეობა ოთხი ტურის შემდეგ::

1. მელია 2,5 ქულა;

2. ჯავახიშვილი - 3 ქულა;

3-5. ბაციაშვილი,ხოტენაშვილი, გვეტაძე  -2,5  ქულა;

6- 8.მიქაძე, ფურცელაძე, არაბიძე - 2 ქულა;

9-10.ხომერიკი, წერეთელი - 0 ქულა.

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების ჩვენება ანალიზით

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • სათაური: მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს
  • ავტორი:
  • თარიღი: 19-02-2018 9:52 PM
  • Tags:
Top