ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მშვიდობიანი დღე...

მშვიდობიანად ჩაიარა  მსოფლიო თასის მეორე წრის პირველმა სათამაშო დღემ.

32 წყვილიდან  25 ფრე დაფიქსირდა და მხოლოდ 7 პარტია დასრულდა შედეგიანად.

ტურის მთავარი სენსაცია მსოფლიოს ექსჩემპიონის, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის, გამოცდილი ვიში ანანდის,  თეთრი ფიგურებით მარცხი გახდა კანადელ დიდოსტატ ანტონ კოვალიოვთან.

ანანდი  თითქოს გრძნობდა  დღევანდელ მარცხს

მოსალოდნელი შედეგები დაფიქსირდა:

ალექსანდრ დრეევი 0:1 მაგნუს კარლსენი;

მსოფლიოს ჩემპიონმა შავი ფიგურებით უშანსოდ დაამარცხა ალექსეი  დრეევი.

 

ვლადიმირ ფედოსეევი 1:0 ერნესტო ინარკიევი;

ლე ქუანგ ლიემი 0:1 ვიდიტ სანტოში;

ვაშიე ლაგრავ მაქსიმი 1:0 ბორის  გრაჩევი;

მსოფლიოს საჭადრაკო რეიტინგ-სიის მეორე ნომერი, ფრანგი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი აშკარადა მოსაგებადაა მოსული.

დავიდ ნავარა 1:0 ივან ჩეპარინოვი;

ვლადიმირ კრამნიკი 1:0 ანტონ დემჩენკოს

შეხვედრებში.

ფრედ  დაასრულა შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ ჩინეთის ნაკრების წევრ  იუ იანგთან. რაც გუშინდელი დაძაბული ტაი-ბრეიქის შემდეგ ნამდვილად ჩინებული შედეგია. ხვალ, ქართველი დიდოსტატი თეთრი ფიგურებით ითამაშებს და დიდი შანსი აქვს გამარჯვების.

ბაადურ ჯობავა გუშინდელი დამქანცველი დღის შემდეგ...

აგრეთვე ინტერესს იწვევდა  ასპარეზობის ერთადერთი ქალის, მსოფლიოს ექსჩემპიონის, ჰოუ იფანის პარტია მრავალი საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულთან,  ლევონ არონიანთან. პარტია საკმაოდ საინტერესო გაცვლების შემდეგ არ განვითარდა და მშვიდობიანი  ყაიმით დასრულდა

ჩინელ ჩემპიონს აშკარად არ ეტყობა  მრისხანე მეტოქის შიში.

ხვალინდელი ტური როგორც ყოველთვის 15:00 საათზე დაიწყება სასტუმრო 'პრეფერენს ჰუალინგში' და საჭადრაკო  გურმანებს 'გემრიელი' ორთაბძოლები ელოდებათ წინ.

 

შეხვედრების ბადე.

ფოტოგალერეა

ტექნიკური მონაცემები

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

 

  • სათაური: მშვიდობიანი დღე...
  • ავტორი:
  • თარიღი: 07-09-2017 1:01 AM
  • Tags:
Top