ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მწვრთნელთა გადამზადების პროგრამა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში...

24-28 თებერვალს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ქალაქ ფოთის საჭადრაკო კლუბ "ნანა"-ში ჩატარდა სამეგრელოს რეგიონის ჭადრაკის მწვრთნელთა ინსტრუქტაჟი. 5 დღის განმავლობაში, ზუგდიდის, ფოთის, ხობის, სენაკის, მარტვილის და ჩხოროწყუს 20-მდე მწვრთნელს სხვადასხვა საჭადრაკო თემებზე ესაუბრა საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი - ლაშა ჯანჯღავა.
ღონისძიების დასასრულს კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა - გერმანე სალიამ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სერთიფიკატები გადასცა:

1. გოჩა ჩაჩუა
2. ირაკლი გეთია
3. მერაბ ჯღამაძე
4. გიორგი ღლონტი
5. ზურაბ ჩხარტიშვილი
6. ანი ჭანტურია
7. მარიამ დოლიძე
8. ლია წოწონავა
9. გენური შოგირაძე
10. დავით თულაძე
11. რეზო იზორია
12. რამაზ ლემონჯავა
13. ლევან პერტაია
14. თამარ გვასალია
15. გოჩა აბაკელია
16. ზურაბ ლიფონავა
17. ბადრი შედანია
18. დათო კოდუა
19. დიმიტრი კვარაცხელია
20. დიმა ქობალია

ფოტოგალერეა

 

26 თებერვალს, ქ. ფოთის საჭადრაკო კლუბში, სამეგრელოს რეგიონის მწვრთნელებთან შეხვედრა გამართა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა აკაკი იაშვილმა. რომელიც მწვრთნელებს ესაუბრა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ შემუშავებული იმ ცვლილებების შესახებ რაც ძირითადათ ეხება მწვრთნელთა და მათი მოსწავლეებიის წახალისებას. ასევე მათ გააცნო მწვრთნელთა და მათი მოსწავლეების რეგისტრაციის წესები, ასევე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ საჭადრაკო პრობლემებს და სამომავლო გეგმებს. აკაკი იაშვილი ასევე შეხვდა წარმატებულ ფოთელ მოჭადრაკეებს.

ფოტოგალერეა

  • სათაური: მწვრთნელთა გადამზადების პროგრამა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში...
  • ავტორი:
  • თარიღი: 28-02-2017 10:13 PM
  • Tags:
Top