ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ნაკამურას, გამარჯვებით დასრულდა...

ჰიბრალტარში, დასრულდა ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი 'Tradewise Gibraltar Chess Festival 2017'.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 10 ტურად გაიამრთა და პირველობა 8 – 8 ქულით: დავიდ გიხარომ (ესპანეთი), ჰიკარუ ნაკამურამ (აშშ) და იუ იანიმ (ჩინეთი) გაინაწილეს. გამარჯვებულის გამოსავლენად გაიმართა  რეგლამენტით გათვალისწინებული ტაი-ბრეიქი.როგორც უკეთესი კოეფიციენტის მქონე ესპანელი მოჭადრაკე პირდაპირ ფინალში დაუპირისპირდა ამერიკელსა და ჩინელს შორის გამარჯვებულ ნაკამურას.

ფინალურ მატჩში ნაკამურამ იოლად დაჯაბნა მეტოქე და მეოთხედ (ტურნირების გამართვის 15 წლიან ისტორიაში) დაეუფლა მთავარ პრიზს - 23 000 ინგლისურ გირვანქა სტერლინგს.ქალთა შორის საუკეთესო და 15 000 გირვანქათი მდიდარი, ქალთა საჭადრაკო გრან პრის გამარჯვებული ცზიუ ვენცზუნი გახდა.

შეჯიბრის ბოლო ტურში ორგანიზატორთათის უსიამოვნო ფაქტი მოხდა მსოფლიოს ჩემპიონ, ჰოუ იფანის მონაწილეობით. სამყაროს უძლიერესმა მოჭადრაკე ქალმა ბოლო ტურზე პროტესტის ნიშნად 25 წუთი დააგვიანა და  დასაწყისში  პირველი ხუთი  უსუსტესი სვლის გაკეთების შემდეგ საათი გააჩერა პარტიის დათმობის მიზნით. დემარშის მიზეზი ჩინელი ჩემპიონის მხრიდან ‘კენჭისყრის’ გაპროტესტება გახდა. აღსანიშნავია, რომ ყოველი ტურის წინ კენჭისყრას კომპიუტერული პროგრამა ატარებს.

ასპარეზობაზე მონაწილეობდნენ  ქართველი  მოჭადრაკეები:ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი და ბელა ხოტენაშვილი.

სამივე მათგანმა  6 ქულა დააგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით  შემდეგ ადგილებზე განაწილდნენ:

57. ლელა ჯავახიშვილი; 58.ნინო ბაციაშვილი; 66.ბელა ხოტენაშვილი

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ნაკამურას, გამარჯვებით დასრულდა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 03-02-2017 4:33 PM
  • Tags:
Top