
23 ნოემბერს გურჯაანის საჭადრაკო კლუბში გაიმართა ქართველი ლეგენდარული მოჭადრაკის ნანა იოსელიანის თასის გათამაშება.
ასპარეზობაში ერთმანეთს კახეთის რეგიონის საჭადრაკო სკოლების გუნდები ეჯიბრებოდნენ. ტურნირი 8 ნაკრებს შორის წრიული სისტემით 7 ტურად გაიმართა, თითოეულ გუნდი 6 მოჭადრაკისგან შესდგებოდა. ასპარეზობის მსვლელობას თვალს ადევნებდნენ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები.
მონაწილეობდნენ: გურჯაანის ორი გუნდი, ლაგოდეხი, საგარეჯო,თელავი, ყვარელი, ახმეტა, სიღნაღი.
პირველ ადგილზე საგარეჯო (მწვრთნელი ირაკლი ქვლივიძე) გავიდა , მეორეზე თელავის (მწვრთნელი თამარ ხმიადაშვილი) გუნდი, ხოლო მესამე ადგილი მასპინძლებმა ( გურჯაანი-მწვრთნელი გიორგი ქიტესაშვილი) დაისაკუთრეს.
სამივე გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა საჭადრაკო პროფესიონალური პროგრამებით აღჭურვილი პერსონალური კომპიუტერით.ხოლო, გუნდის მონაწილეები მობილური ტელეფონით.

- სათაური: 'ნანას' თასი საგარეჯოელებმა დაისაკუთრეს!
- ავტორი:
- თარიღი: 24-11-2017 4:33 PM
- Tags: