ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ნანა ძაგნიძე მეოთხედფინალშია!

 

ქართული ჭადრაკის ლიდერმა ნანა ძაგნიძემ, თეირანში მიმდინარე მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის  მესამე წრეში  ჩინელი შენ იანგი გამოთიშა ასპარეზობას ანგარიშით 1,5:0,5! არადამაჯერებელი სტარტის შემდეგ ნანამ ძალები მოიკრიფა და ჩვეული შემართება დაიბრუნა.მერვედფინალში ნანამ დამაჯერებლად დაამარცხა მეტოქე პირველ პარტიაში და იოლად დააფიქსირა დღევანდელი ფრეც.

დღევანდელ შეხვედრებში გაირკვა  მეოთხედფინალური მატჩების  ოთხი მონაწილე:  ნანა ძაგნიძე, ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი),ანა მუზიჩუკი (უკრაინა) და  ნი შიქუნი (ჩინეთი). 

კიდევ ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობა ხვალ გაირკვევა დამატებით თაი-ბრეიქებში. ქართველთა შორის შანსი მხოლოდ სოფიკო გურამიშვილს აქვს, რომელმაც ინდოელ ჰარიკა დრონოვალისთან ორივე კლასიკური პარტია ყაიმით დაასრულა.

მეოთხედფინალში ძაგნიძე -  გურამიშვილისა და დრონოვალის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

 

ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:

ნანა  ძაგნიძე           1,5:0,5  შენ იანგი (ჩინეთი)

სოფო  გურამიშვილი1:1 ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი)

ნინო ხურციძე   0,5;1,5  ანტოანეტა სტეფანოვა (ბულარეთი)

ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ნანა ძაგნიძე მეოთხედფინალშია!
  • ავტორი:
  • თარიღი: 19-02-2017 12:59 AM
  • Tags:
Top