ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ნინო ხომერიკი - ევროპის ჩემპიონია!

 ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული  ნინო ხომერიკმა! ქართველი მოჭადრაკე დამაჯერებლად, დამარცხების გარეშე ავიდა უმაღლეს კვარცხლბეგზე. მის აქტივში 6 გამარჯვება და 3 ფრედ დასრულებული შეხვედრაა. ნინოს ჩემპიონობაში დიდი წვლილი მიუძღვის მის პერსონალურ მწვრთნელს, საერთაშორისო ოსტატ ხვიჩა სუპატაშვილს.

ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართული ევროპის ახალგაზრდული  ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა შემდეგ ასაკობრივ (08;10;12;14;16;18) კატეგორიებში, როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკთა შორის.სულ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით  24 მოჭადრაკე  ასპარეზობდა.               

ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები

 

ევროპის  ასაკობრივი ჩემპიონატების  ქართველი გამარჯვებულები სხვადასხვა  წლებში:

10 წლამდე:

ნანა ძაგნიძე (1997);

ნაზი პაიკიძე (2003);

მერი არაბიძე (2004);

12 წლამდე:

ვალერიან გაფრინდაშვილი (1993;1994);

ანა მათნაძე     (1994; 1995);

ნანა ძაგნიძე   (1999);

ნაზი პაიკიძე  (2005);

მერი არაბიძე (2006); 

14 წლამდე:

გიორგი მარგველაშვილი (2004);

დავით ბენიძე (2005);

ანა მათნაძე  (1997);

ლელა ჯავახიშვილი (1998)

ნაზი პაიკიძე  (2007);

მერი არაბიძე (2008);

16 წლამდე:

ანა მათნაძე          (1998);

 ნაზი პაიკიძე      (2008);

მარიამ  დანელია (2010);

18 წლამდე:

მიხეილ მჭედლიშვილი (1997);

 ზვიად იზორია    (2001);

ინგა ჭარხალაშვილი (2001);

სალომე მელია      (2004; 2005);

ქეთი წაწალაშვილი (2010);

ნინო ხომერიკი  (2015);

ნინო ხომერიკი  (2016).

  • სათაური: ნინო ხომერიკი - ევროპის ჩემპიონია!
  • ავტორი:
  • თარიღი: 28-08-2016 5:30 AM
  • Tags:
Top