ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

'ნონამ' მეორედ მოიპოვა ქვეყნის საუკეთესო კლუბის წოდება!

საკლუბო ჩემპიონატის ბოლო ტურში ბათუმის საჭადრაკო კლუბმა ’ნონამ’ ფრედ დაასრულა შეხვედრა დედაქალაქის გუნდთან ‘თბილისი’ და მეორედ მოიპოვა ქვეყნის საუკეთესო კლუბის წოდება.  აჭარის წარმომადგენლებმა ტურნირში 6 შეხვედრა მოიგეს და მხოლოდ ბოლო დაასრულეს ფრედ.  

ვერცხლის მედლები ქვემო ქართლის წარმომადგენელ “რუსთავს” ერგო, რომელმაც მე-7 ტურში შიდა ქართლის “გორს” 5.5:0.5 სძლია და  12 ქულა დააგროვა. ხოლო, მესამე საპრიზო ადგილზე  11 ქულით თბილისი გავიდა.

თავიანთ დაფებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს:

I    ვაჟთა - თამაზ გელაშვილი (რუსთავი) – 5 ქულა;

II   ვაჟთა -მერაბ გაგუნაშვილი (კახეთი) – 5,5 ქულა;

III ვაჟთა -ზურაბ სტურუა (თბილისი) – 6 ქულა;

IV ქალთა - ნინო ხურციძე (რუსთავი) – 6 ქულა;

V 20 წლამდე ჭაბუკთა  - ტიგრან ჰარუთინიანი (ნონა) – 6 ქულა;

VI  20 წლამდე გოგონათა - დინარა სადუკასოვა (ნონა) – 6,5 ქულა.

დახურვის  ცერემონიალი დასკვნითი ტურის შემდეგ, 17:00 საათზე გაიმართა და მას ესწრებოდნენ: ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე.

მეცხრე ტური:

ნონა (აჭარა)    3:3   თბილისი

კახეთი           4.5:1.5    ამბროლაური (რაჭა-ლეჩხუმი)

გორი (შიდა ქართლი) 0.5:5.5  რუსთავი (ქვემო ქართლი)

სამეგრელო (სამეგრელო-ზემო სვანეთი) 4.5:1.5  ქუთაისი (იმერეთი)

 

საბოლოო მდგომარეობა

  1. ნონა – 13 ქულა
  2. რუსთავი – 12 ქულა;
  3. თბილისი – 11 ქულა;
  4. კახეთი – 8 ქულა;
  5. სამეგრელო – 6 ქულა;
  6. ქუთაისი – 3 ქულა;
  7. ამბროლაური – 2 ქულა;
  8. გორი – 1 ქულა.

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

ფოტოგალერეა

  • სათაური: 'ნონამ' მეორედ მოიპოვა ქვეყნის საუკეთესო კლუბის წოდება!
  • ავტორი:
  • თარიღი: 29-09-2016 10:59 AM
  • Tags:
Top