ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

'ნონას' გამარჯვებით დასრულდა!

ბათუმის საჭადრაკო კლუბმა 'ნონა'-მ ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატში! გამარჯვებულმა გუნდმა  შვიდი მატჩიდან ექვსი მოიგო და მხოლოდ ერთი შეხვედრა დაასრულა ფრედ!

გუნდის შემადგენლობა: დავით ჯოჯუა,დავით მაღალაშვილი, კონსტანტინე შანავა, დავით ბენიძე, ნინო ბაციაშვილი,ბელა ხოტენაშვილი; გუნდის კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე.

 

მეორე ადგილზე 11 ქულით რუსთავის ‘რუსთავი’ გავიდა-შემადგენლობა:ლუკა პაიჭაძე, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, ზურაბ სტურუა, ინგა ჭარხალაშვილი,ქეთი წაწალაშვილი; გუნდის კაპიტანი ზურაბ სტურუა.

 

მესამე ადგილზე  კი 10 ქულით თბილისის ‘თბილისი’ განთავსდა.შემადგენლობა:ლევან ფანცულაია, გიგა ყუფარაძე, შოთა აზალაძე, ირაკლი ბერაძე, სოფიო გვეტაძე, ნინო ხომერიკი; გუნდის კაპიტანი ლევან ფანცულაია.

 

თავიანთ დაფებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს:

I      ვაჟთა  -  ლუკა პაიჭაძე    (რუსთავი)  –  6 ქულა;

II    ვაჟთა  - დავით მაღალაშვილი (ნონა) – 5,5 ქულა;

 

III   ვაჟთა  - კონსტანტინე შანავა   (ნონა) – 6 ქულა;

 

IV  ვაჟთა  - ნიკა ღვამბერია (მოაზროვნე თაობა) - 5,5 ქულა;

 

V    ქალთა  - სოფიო გვეტაძე  (თბილისი) – 5 ქულა;

 

VI    ქალთა  - ბელა ხოტენაშილი (ნონა) – 6 ქულა;

 

ასპარეზობაში ქვეყნის სხვადახვა რეგიონის 8 გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრი წრიული სისტემით 7 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენდა. გამარჯვებული გუნდი 15 000 ლარით დაჯილდოვდა, მეორე ადგილზე  გასული 10 000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული კი 5 000 ლარით დაკმაყოფილდა. 

ჩემპიონატში მონაწილე  გუნდების შემადგენლობაში  6 მოჭადრაკე ასპარეზობდა: I-IV დაფა-ვაჟები, V-VI დაფა  ქალები.

 

დებულება

პირდაპირი ჩვენება

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: 'ნონას' გამარჯვებით დასრულდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 05-12-2017 11:05 PM
  • Tags:
Top