ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

'ნონა'- ევროპის ჩემპიონია!

ბათუმის საჭადრაკო კლუბი 'ნონა'   ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!

ქართულმა კლუბმა  7 შეხვედრიდან 11 ქულა დააგროვა და პირველობა აზერბაიჯანულ 'ოლდარ ურდუსთან' გაინაწილა. თუმცა, დამატებითი მაჩვენებლები ჩემპიონის ტიტული ბათუმლებმა დაისაკუთრეს. III-IV  ადგილები 10-10 ქულით: ბელორუსიის 'ბოსა ნოვა'-მ და  რუსეთის 'უგრა ჩეს კლაბ'-მა  გაინაწილეს.  

კლუბის  შემადგენლობაში ასპარეზობდნენ: ნანა ძაგნიძე, დრონავალი ჰარიკა, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი,სალომე მელია;გუნდის კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე; მწვრთნელი დავით ჯოჯუა.

ქართველი მოჭადრაკეებიდან პირად დაფებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს:  ჩემპიონმა ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა - ოქროს მედლები საკუთარ დაფაზე და ბელა ხოტენაშვილმა - ბრინჯაოს მედალი.

 

ვაჟთა  კლუბებს შორის საუკეთესო შედეგი რუსეთის 'გლობუს'-მა აჩვენა რომელიც მსოფლიოს უძიერესი მოჭადრაკეებითიყო დაკომპლექტებული:კრამნიკი, მამედიაროვი, გრიშუკი, კარიაკინი, გირი, ნეპომნიაში, კორობოვი, ხისმატულინი.

 

სულ  ჩემპიონატში ქალთა 12 და ვაჟთა 36 გუნდი ასპარეზობს. 

აღსანიშნავია, რომ 'ნონა' ორჯერ უკვე იყო ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული - 2014 და 2015 წლებში, ხოლო 2016-ში  ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: 'ნონა'- ევროპის ჩემპიონია!
  • ავტორი:
  • თარიღი: 15-10-2017 2:41 AM
  • Tags:
Top