ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ნონა - ევროპის ჩემპიონია!

კიდევ ერთხელ გვასახელა ქართული ჭადრაკის ლეგენდამ  ნონა გაფრინდაშვილმა! უბერებელი ჩემპიონი, ბარსელონაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 65+ ასაკის ქალთა შორის  პირველ ადგილზე გავიდა 9-დან 5,5 ქულით. მეორე  ადგილზე ელენა ფატალიბეკოვა (რუსეთი) განთავსდა 4,5 ქულით, ხოლო მესამეზე ირინა კაბანოვა (რუსეთი) - 3 ქულით.

ვერცხლის  მედალი დაისაკუთრა ამავე ასაკის ვაჟთა შორის მოასპარეზე თამაზ გიორგაძემ - 7 ქულით. ქართველი დიდოსტატი ნახევარი ქულით ჩამორჩა ნილს-გუსტაფ რემანს (შვედეთი). ხოლო, მესამეზე  6,5 ქქულით ევგენი ვასიუკოვი (რუსეთი) განთავსდა.

 

ჩემპიონატის ტექნიკური შედეგები:

50+ ვაჟები:

1.კარენ მოვსისიანი (სომხეთი) – 7 ქულა;

2.ევგენი კალეგინი (რუსეთი) – 6,5 ქულა;

3.გენადი ტუნიკი  (რუსეთი) – 6,5 ქულა......9.ზურაბ სტურუა - 5,5, ქულა;

50+ ქალები

1.გალინა სტრუტინსკაია (რუსეთი) – 7 ქულა;

2.ელვირა ბერენდ  (ლუქსემბურგი)  - 6,5 ქულა;

3.მარინა ასეევა  (რუსეთი) -  6 ქულა...  9.ციალა ქასოშვილი - 4,5 ქულა.

 

ასპარეზობის  ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ნონა - ევროპის ჩემპიონია!
  • ავტორი:
  • თარიღი: 21-08-2017 2:23 PM
  • Tags:
Top