
ბათუმში, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს 4 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით, ერთპიროვნულად რობერტ ჰოვანისიანი (სომხეთი;2601) ლიდერობს.
ქართველი მოჭადრაკეებიდან ოთხმა მონაწილემ დააგროვა სამი ქულა და ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.
მეწინავეთა ჯგუფში: მიხეილ მჭედლიშვილი (2600), დავიდ არუთინიანი (2536), ლევან ფანცულაია (2593) და ლუკა პაიჭაძე (2581) იმყოფებიან.
შეგახსენებთ სულ ტურნირში 34 ქვეყნის 302 მოჭადრაკე ასპარეზობს და მისი საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენს.

- სათაური: ოთხი ტურის შემდეგ...
- ავტორი:
- თარიღი: 21-03-2018 2:47 AM
- Tags: