ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ორეული დაწინაურდა...

 

 თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე  ნონა გაფრინდაშვილის თასის გათამაშებას 3 ტურის შემდეგ  3-3 ქულით: ლევან ფანცულაია(2591) და დავიდ პარავიანი (რუსეთი;2548) ლიდერობენ. მომდევნო ტურში მათი შეხვედრა იქნება ყურადღების ცენტრში.

ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: დავით მაღალაშვილი(2496),გიორგი სიბაშვილი(2412), კონსტანტინე შანავა (2512), თამარ წერეთელი (2348), ლუკა პაიჭაძე(2580),ალექსანდრ ფიერი(ბრაზილია;2583) და მიხეილ კეკელიძე(2367).

ასპარეზობა 2 ტურნირად ტარდება და საერთო  საპრიზო ფონდი - 45 000 ლარს შეადგენს.

მონაწილეობს  7 ქვეყნის (საქართველო, აშშ, რუსეთი,ბრაზილია,ირანი,მალაიზია და სომხეთი) 125  მოჭადრაკე.

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: ორეული დაწინაურდა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 16-11-2017 1:06 PM
  • Tags:
Top