ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ორეული ლიდერობას განაგრძობს...

საინტერესოდ წარიმართა ქალთა პირველობის მე-3 ტური. ჩემპიონატის ორივე ლიდერმა  მოიგო პარტია და ქულათა მაქსიმუმით ლიდერობას განაგრძობენ.

ასპარეზობის ლიდერმა მერი არაბიძემ სოფიკო ხუხაშვილთან დაპირისპირებაში ინგლისური სისტემა აირჩია. მინიმალური უპირატესობა ნელ-ნელა მიიყვანა გადამწყვეტამდე მეტოქის ‘დახმარებით’ და  ბოლო სვლაზე ეფექტური დარტყმით დაასრულა პარტია თავის სასარგებლოდ.

ბელა ხოტენაშვილთან დაპირისპირებაში ანა კუჭავამ დასაწყისში გაათანაბრა პოზიცია. თუმცა, შემდეგ მე-15 სვლაზე უხეშად შეცდა, რაც კარგად გამოიყენა მისმა მეტოქემ და პარტია ტექნიკურად მიიყვანა გამარჯვებამდე.

დრამატულად წარიმართა მირანდა მიქაძის და სოფო გვეტაძის დაპირისპირება.თეთრებმა კოლეს განლაგება აირჩიეს მეტოქის ახალინდური განლაგების წინააღმდეგ. პარტიის განმავლობაში გვეტაძის რამდენიმე უზუსტობა კარგად გამოიყენა მიქაძემ და დიდი უპირატესობასაც ფლობდა. თუმცა, 38-ე სვლიდან პოზიცია აირია და მეტოქეებმა ერთმანეთს შეჯიბრი გაუმართეს თუ ვინ უფრო მეტს შეცდებოდა. საბოლოოდ, ბოლო შეცდომა მიქაძემ დაუშვა და გვეტაძემ გამარჯვება იზეიმა.

ლაზიერის გამბიტი გაითამაშეს  და მე-10 სვლაზე შეთანხმდნენ ყაიმზე - ნინო ხურციძე და სალომე მელია.

იშვიათი ბუდაპეშტის გამბიტი შესთავაზა შავებით თამარ წერეთელმა ნინო ხომერიკს. მართალია, თეთრებმა მინიმალური უპირატესობა მიიღეს, მაგრამ ვერ განავრცეს და მეტოქეები 27-სვლაზე მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს.

 

III  ტურის შედეგები:

ხოტენაშვილი 1 : 0  კუჭავა

ხურციძე       ½:½  მელია

ხომერიკი     ½:½  წერეთელი

არაბიძე       1 : 0    ხუხაშვილი

მიქაძე          0 : 1   გვეტაძე

 

IV ტურის შეხვედრები:

კუჭავა - გვეტაძე

ხუხაშვილი  - მიქაძე

წერეთელი - არაბიძე

მელია  - ხომერიკი

ხოტენაშვილი - ხურციძე.

 

მდგომარეობა 3 ტურის შემდეგ:

1.ხოტენაშვილი - 3 ქულა;

2.არაბიძე- 3 ქულა;

3.გვეტაძე - 2 ქულა;

4.ხურციძე - 2  ქულა;

5.მელია-1,5 ქულა;

6.ხომერიკი - 1,5 ქულა;

7.წერეთელი - 1 ქულა;

8.კუჭავა - 1 ქულა;

9.მიქაძე - 0 ქულა;

10.ხუხაშვილი - 0 ქულა.

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

 

  • სათაური: ორეული ლიდერობას განაგრძობს...
  • ავტორი:
  • თარიღი: 13-03-2017 10:57 PM
  • Tags:
Top