ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ორივემ ფრედ დაასრულა შეხვედრა

ორივე ქართველმა მონაწილემ ფრედ დაასრულა შეხვედრა ქალთა მსოფლიო გრან პრის მეოთხე ტურში. ლელა ჯავახიშვილი შავებით ანა მუზიჩუკს დაუზავდა, ხოლო  ბელა ხოტენაშვილმა თეთრი ფიგურებით ჩინელ ჟაო ქსიუსთან დაასრულა პარტია ყაიმით. ხვალ, მონაწილეები დაისვენებენ. მომდევნო ტური კი 7 ივლისს გაიმართება.

  

სატურნირო მდგომარეობა:

1.ჰარიკა დრონოვალი - 3,5 ქულა

2.ჰამპი კონერუ - 3 ქულა;

3-5. ბელა ხოტენაშვილი, ანტოანეტა სტეფანოვა, .ჟუ ვენჟუნი, - 2,5 ქულა

6. ანა მუზიჩუკი -  2 ქულა;

7-10.პია კრამლინგი,ოლგა გირია, ლელა ჯავახიშვილი,მარია მუზიჩუკი -  1,5 ქულა;

11-12. ტან ჟონგი,ჟაო ქსიუ - 1 ქულა;

 

მეხუთე  ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

 

ჟაო ქსიუ - მარია მუზიჩუკი

გირია - ხოტენაშვილი

ტან ჟონგი - სტეფანოვა

ჯავახიშვილი - კონერუ

ჟუ ვენჟუნი  - ანა მუზიჩუკი

ჰარიკა - კრამლინგი 

 

ტურნირი 12 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 11 ტურად ტარდება და საკმაოდ წარმომადგენლობითია. მონაწილეთა შორის არიან: მსოფლიოს ექსჩემპიონები: სტეფანოვა და მარია მუზიჩუკი; ევროპის ექსჩემპიონი პია კრამლინგი; მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები: ჟუ ვენჟუნი, ჟაო ქსიუ, ოლგა გირია; მსოფლიოს საჭადრაკო რეიტინგ-სიის მუდმივი ერთ-ერთი ლიდერი, ჰამპი კონერუ.

მონაწილეები შემდეგ დღეებში ასპარეზობენ: 2,3,4,5,7,8,9,10 ,12,13 ივლისი, ხოლო 6 და 11 ივლისი დასვენების დღეებია.

საპრიზო ფონდი - 60 000€

ადგილი

პრიზი

სერიის ჩასათვლელი ქულა

გრან პრის საერთო ჯამური  პრიზი

I

€10.000

160

€ 25.000

II

€ 8.250

130

€ 20.000

III

€ 6.750

110

€ 15.000

IV

€ 5.750

90

€ 10.000

V

€ 5.000

80

€ 7.500

VI

€ 4.500

70

€ 5.500

VII

€ 4.250

60

€ 4.000

VIII

€ 4.000

50

€ 3.000

IX

€ 3.250

40

 

X

€ 3.000

30

 

XI

€ 2.750

20

 

XII

€ 2.500

10

 

 

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

  • სათაური: ორივემ ფრედ დაასრულა შეხვედრა
  • ავტორი:
  • თარიღი: 05-07-2016 8:43 PM
  • Tags:
Top