ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ორი ყაიმი და კვლავ ტაი-ბრეიქი...

დღევანდელი დღეც  მშვიდობიანი  გამოდგა მსოფლიო  თასის გათამაშებაზე. ორივე პარტია  ფრედ დასრულდა.

მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი;2804) 1/2:1/2 ლევონ არონიანი (სომხეთი;2802) 

მეტოქეებმა მე-19 სვლაზე ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ.

არონიანი პარტიაზე მშვენიერ ხასიათზე მივიდა

 

ცუდ ხასიათზე არც ვაშიე იმყოფებოდა. ორივე მათგანი აშკარად არ იყო საბრძოლო განწყობაზე და  შესაფერისი შედეგიც მალევე დაფიქსირდა.

 

დინ ლიჟენი (ჩინეთი; 2771) - უესლი სო (აშშ;2792) 

წინა  წყვილისგან განსხვავებით დინმა და სომ 'შიშველ მეფეებამდე' იბრძოლეს, თუმცა შედეგი აქაც მშვიდობიანი  გამოვიდა.

 

დინი მთელი პარტიის განმავლობაში მცირე უპირატესობას ფლობდა და ჯიუტად ცდილობდა გამოყენებას.

 

თუმცა  ფილიპინელი წარმოშობის ამერიკელმა დიდოსტატმა მედგრად დაიცვა თავი.

ამრიგად ხვალ ორივე წყვილი ტაი-ბრეიქს ითამაშებს და სწრაფი ჭადრაკი გამოავლენს ფინალისტების ვინაობას.

 

შეხვედრების ბადე

ფოტოგალერეა

ტექნიკური მონაცემები

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ორი ყაიმი და კვლავ ტაი-ბრეიქი...
  • ავტორი:
  • თარიღი: 20-09-2017 10:56 PM
  • Tags:
Top