
ზედიზედ, მეოთხე გამარჯვება იზეიმა ბაადურ ჯობავამ ბერძენ დიდოსტატ მირკო პილიგრასთან პარტიაში, კოსოვოში მიმდინარე კონტინენტის ჩემპიონატზე ვაჟთა შორის. ქართული ვაჟთა ჭადრაკის ლიდერი 4-დან 4 ქულით პირველობას რადოსლავ ვოიტაშეკთან (პოლონეთი) და ერნესტო ინარკიევთან (რუსეთი) ერთად ინაწილებს.
მეხუთე ტურში ქართველი დიდოსტატი რუსეთის წარმომადგენელ, ნიკიტა ვიტიუგოვს დაუპირისპირდება შავი ფიგურებით.
დანარჩენ ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:
ლევან ფანცულაია - 3 ქულა
ზურაბ სტურუა - 3 ქულა
მერაბ გაგუნაშვილი - 3 ქულა
თორნიკე სანიკიძე - 2,5 ქულა.

- სათაური: პარტიას პარტიაზე იგებს!
- ავტორი:
- თარიღი: 16-05-2016 2:39 PM
- Tags: