
16 – 23 ნოემბერს პირველად ევროპული ჭადრაკის ისტორიაში გაიმართება კონტინენტის ონლაინ ჩემპიონატი სკოლებს შორის (11 და 17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში). თითოეულ სკოლის გუნდის შემადგენლობაში 2 გოგონა და 2 ჭაბუკი მონაწილეობს.
ყველაზე უმცროს 11 წლამდე ჩემპიონატში საქართველოს ღირსებას დაიცავს ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური #41 სკოლის გუნდი. ნორჩ მოჭადრაკეები თანატოლებს სკოლის კომპიუტერული კლასიდან შეეჯიბრებიან.
გუნდის შემადგენლობა;ლადო მაღლაკელიძე, ნიკოლოზ გაბრიაძე,ნინო გაბუნია და მართა უშხვანი;გუნდის მწვრთნელი ალექსანდრე არსენიძე.
ჩემპიონატი ევროპის საჭადრაკო კავშირის ეგიდით და ეროვნული ფედერაციების მხარდაჭერით ტარდება.

- სათაური: პირველად ევროპული ჭადრაკის ისტორიაში!
- ავტორი:
- თარიღი: 15-11-2017 5:09 PM
- Tags: