
საერთაშორისო დიდოსტატ დავით ჯოჯუას გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში გამართული ტაი-ბრეიქები საქართველოს ჩემპიონის ტიტულისათვის.
ორი 15-წუთიანი პარტიისგან შემდგარ მატჩი ჯოჯუას და თორნიკე სანიკიძეს შორის ანგარიშით 2:0 დასრულდა ჩემპიონის სასარგებლოდ.
აღსანიშნავია, რომ ჯოჯუამ პირველად მოიპოვა ქვეყნის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტული. მესამე ადგილზე ლელა ჯავახიშვილის დამარცხების შემდეგ მერაბ გაგუნაშვილი გავიდა.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ:
I ადგილი - 6 000 ლარი + ფედერაციის გრანტი 1 500 ლარი
II ადგილი - 4 500 ლარი + ფედერაციის გრანტი 1 000 ლარი
III ადგილი - 3 500 ლარი + ფედერაციის გრანტი 500 ლარი
IV ადგილი - 2 500 ლარი;
ამასთანავე, I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;
I – III ადგილზე გასული მოჭადრაკე დაფინანსდება 2016 წლის ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე;

- სათაური: პირველად მოიპოვა!
- ავტორი:
- თარიღი: 31-01-2016 7:31 PM
- Tags: