
ბათუმის 'შერატონში' დღეს კადეტთა შორის მსოფლიო პირველობის პირველი ტურის პარტიები გაიმართა.ჩემპიონატის მონაწილე ქართველი ფავორიტის, ნიკოლოზ კაჭარავას პარტიაში პირველი სვლა ასპარეზობის საპატიო სტუმარმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარიძემ გააკეთა. შეხვედრა ქართველი მოჭადრაკისათვის წარმატებული აღმოჩნდა და მან პირველი გამარჯვება იზეიმა.
ტექნიკური შედეგები:
ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი
ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება და მასში 66 ქვეყნის 728 ნორჩი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას.
სათამაშო დღეები:19-24 ოქტომბერი; 26-30 ოქტომბერი. 25 ოქტომბერს მონაწილეები დაისვენებენ.
I-V ადგილზე გასული მონაწილეებისათვის დაწესებულია შემდეგი პრიზები:
I ადგილი - თასი, პერსონალური კომპიუტერი;
II ადგილი - თასი, პერსონალური კომპიუტერი;
III ადგილი - თასი; ‘აიფონი’
IV ადგილი - ‘აიფონი’
V ადგილი - ფოტოკამერა

- სათაური: პირველი სვლა საპატიო სტუმარმა გააკეთა...
- ავტორი:
- თარიღი: 20-10-2016 3:15 AM
- Tags: