ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

პირველი სვლა ჩემპიონის პარტიაში საპატიო სტუმარმა გააკეთა...

ვაჟთა შორის მსოფლიო თასის პირველ ტურში პირველი სვლა ფიდეს  ვიცე-პრეზიდენტმა  გეორგიუს  მაკროპულოსმა გააკეთა. მსოფლიოს ჩემპიონის მაგნუს კარლსენის და ოლუვაფემ ბალოგანის (ნიგერია) პარტიაში. ჩემპიონმა  იოლად  მიიღო უპირატესობა მასზე თითქმის 600-მდე ნაკლები რეიტინგ- ქულის მქონე მეტოქესთან.დასაწყისშივე გაცვალა ლაზიერები და ენდშპილში  დამაჯერებლად დაამარცხა მოწინააღმდეგე.

უბრძოლველად გადავიდა მეორე წრეში ალექსანდრ ონიშუკი. მის მეტოქემ, იორასლავ ჟერებუხმა  ამერიკის ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ შესძლო ქვეყნის დატოვება  და მსოფლიო თასზე მონაწილეობის მიღება.თან დღეს ონიშუკის დაბადების დღეა და მშვენივრადაც  დასაჩუქრდა.

როგორც ამბობენ  მარტო რეიტინგით ვერ ვიმსჯელებთ თუ ვისი გამარჯვებით დასრულდება პარტია. ყოველთვის არსებობს მცირე ალბათობა მოულოდნელი შედეგის. დღევანდელ ტურშიც დაფიქსირდა  მოულოდნელი შედეგები.

ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ნომერ მეორე მოჭადრაკემ, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა  ფრედ დაასრულა პარტია  ტაჯიკეთის წარმომადგენელ, საერთაშორისო ოსტატ მუჰამად ხუსენხოიაევთან.

ასევე ფრედ დასრულდა  მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის სერგეი კარიაკინის და ტურნირის  ყველაზე ახალგაზრდა  მონაწილის ანტონ სმირნოვის შეხვედრა. გამოცდილმა  კარიაკინმა შავებით აღარ გარისკა და უმცროსი კოლეგის შეთავაზებულ ყაიმს დათანხმდა.

მოულოდნელი იყო ძლიერი ინდოელი დიდოსტატის ჰარიკრიშნას მარცხი  200-სარეიტინგო ქულით ნაკლებ კუბელ  დიდოსტატ იური ვიდალ გონსალესთან.

ყაიმით დაამთავრა პარტია ქართველი გულშემატკივარის ფავორიტმა ბაადურ ჯობავამაც.

სამწუხაროდ, დღეს თამაში ვერ აეწყოთ დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეებსაც,იმედი ვიქონიოთ რომ მომდევნო ტურში ჩვენები შესძლებენ მდგომარეობის გაუმჯობესებას.

თუმცა, საერთო ჯამში პირველი წრის პირველ ტურში მოსალოდნელი შედეგები დაფიქსირდა. ხვალ, გადამწყვეტი ტურია და  მოჭადრაკეები  უშეღავათოდ იბრძოლებენ  შემდეგი წრის საგზურის მოსაპოვებლად.

 

შეხვედრების ბადე

ფოტოგალერეა

ტექნიკური მონაცემები

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: პირველი სვლა ჩემპიონის პარტიაში საპატიო სტუმარმა გააკეთა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 04-09-2017 1:00 AM
  • Tags:
Top