
ნიკა ღვამბერიას გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში გამართული ქართველი საჭადრაკო მოღვაწის, კახი ჩიგოგიძის თასის რიგით მეოთხე გათამაშება. გამარჯვებულმა 7 შესაძლებლობიდან 6 ქულა დააგროვა გიორგი სიბაშვილთან ერთად. თუმცა, დამატებითმა მაჩვენებლებმა პირველობა ფოთელ მოჭადრაკეს არგუნა. გამარჯვებულ ორეულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ ირაკლი ბერაძე და ანა შამათავა. აღსანიშნავია, რომ ანამ გოგონათა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.
4,5-4,5 ქულა დააგროვეს და გოგონათა ჩათვლაში II-III ადგილები გაინაწილეს: ლილე ქორიძემ და სალომე სანიკიძემ.
ტურნირში დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი:
ჭაბუკები გოგონები
I ადგილი 500 350
II ადგილი 400 250
III ადგილი 300 200

- სათაური: პირველობა გაინაწილეს...
- ავტორი:
- თარიღი: 02-02-2016 7:19 PM
- Tags: