ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

პირველ დაფაზე საუკეთესო!

ფენომენალური შედეგი აჩვენა საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ ბაქოში დასრულებულ მსოფლიოს რიგით 42-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე!

ბაადურმა მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკეებთან ბრძოლაში 10-დან 8 ქულა აიღო და პირველ დაფაზე ოქროს მედლითაც დაჯილდოვდა.  მის უკან სატურნირო ცხრილში დარჩნენ: მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი, ექსჩემპიონები: ვლადიმირ კრამნიკი, რუსლან პონომარიოვი, ვესელინ ტოპალოვი, მსოფლიოს უძლიერესი დიდოსტატები: დავიდ ნავარა, ფაბიანო კარუანა და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შედეგის წყალობით, ჯობავამ თავის მონაგარს 32.8 პუნქტი შეიმატა, 2697.8 ქულა გაუხდა და საჭადრაკო ლაივ-რეიტინგში ერთბაშად 39 ადგილით დაწინაურდა. შედეგად, ახლა, ბაადურს კლასიფიკაციაში 44-ე პოზიციაზე უკავია.

ოლიმპიადის ბოლო ტურში ჯობავა შავი ფიგურებით დრაგან სოლაკს (2635) დაუზავდა, საქართველოს ნაკრებმა კი თურქებთან 1.5:2.5 წააგო. პარტიები დათმეს მიხეილ მჭედლიშვილმა (2609) და თამაზ გელაშვილმა (2575), ლევან ფანცულაიამ (2601) კი გამარჯვება იზეიმა.

საბოლოოდ, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა 14 ქულით 24-ე ადგილი დაიკავა. თუმცა, ბოლო ტურში განცდილი დასანანი მარცხი რომ არა ჩვენ ვაჟები მე-4 ადგილზე გადიოდნენ გუნდური გამარჯვების შემთხვევაში.  ჩემპიონი კი აშშ გახდა, რომელმაც სანუკვარი პრიზი 40-წლიანი პაუზის შემდეგ ჩაიბარა. ამერიკელებმა 20 ქულა მოაგროვეს და უკრაინელებს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობეს, ბრინჯაო კი რუსეთს (18 ქულა) ერგო.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ქალთა შორის პირველობა არავის დაუთმეს ჩინელებმა, რომელთაც 10 ქულა მოაგროვეს და მეორე-მესამე ადგილებზე გასულ პოლონეთს და უკრაინას ერთბაშად სამ-სამი ქულით გაუსწრეს,

სამწუხაროდ, 15 ქულით მხოლოდ მე-10 პოზიციაზე გავიდა საქართველოს ქალთა ნაკრები, რომელსაც მე-4 განთესვა გააჩნდა. ბოლო ტურში ქართველებმა ავსტრიას 3:1 სძლიეს. პარტიები მოიგეს ლელა ჯავახიშვილმა (2486) და ნინო ბაციაშვილმა (2474), ბელა ხოტენაშვილმა (2463) და სალომე მელიამ (2419) კი ყაიმები დააფიქსირეს.

აღსანიშნავია,ნინო ბაციაშვილის შესანიშნავი თამაში, რომელმაც 10-დან 9 პარტია მოიგო, ერთადერთში დამარცხდა და ქალთა მე-4 დაფაზე მხოლოდ ჩინელ ჟონგი ტანს (2475) ჩამორჩა. ნინოს წილად ოლიმპიური ვერცხლის გარდა სარეიტინგო 6 ქულის მატება და 2533 რეიტინგ-პერფომანსია.

 

ოფიციალური  ვებგვერდი

ტექნიკური შედეგები:

ქალები; ვაჟები;

 

 

 
  • სათაური: პირველ დაფაზე საუკეთესო!
  • ავტორი:
  • თარიღი: 14-09-2016 1:25 PM
  • Tags:
Top