ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

პირველ ტურში ყველამ გამარჯვება იზეიმა!

ჰიბრალტარში  სტარტი აიღო მსოფლიოში ყველაზე უძლიერესმა საერთაშორისო ტურნირმა ‘Tradewise Gibraltar chess festival 2018’. შეჯიბრის მონაწილეთა შორის არიან: არონიანი, ვაშიე-ლაგრავი, ნაკამურა, ნავარა, ჰარიკრიშნა,ივანჩუკი და ა.შ.

ასპარეზობაზე საქართველოს სახელით მონაწილეობენ: ნანა ძაგნიძე (2522), ნინო ბაციაშვილი (2504), ბელა ხოტენაშვილი (2486) და სალომე მელია (2404).

აღსანიშნავია, რომ პირველ ტურში ყველა ქართველმა მონაწილემ გამარჯვება იზეიმა!

მეორე ტურში კი ჩვენებს  საკმაოდ ძლიერ  მეტოქეებთან მოუწევთ ასპარეზობა:

ხოტენაშვილი - რიჩარდ რაპორტი (2700)

მელია - მარია მუზიჩუკი (2540)

ძაგნიძე  - პეტერ  ლომბარსი (2345)

ჰიზერ რიჩარდსი (2223) - ბაციაშვილი.

პარტიები თბილისის დროით 17:00 დაიწყება.

პირდაპირი ჩვენება ანალიზით

ასპარეზობის  ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: პირველ ტურში ყველამ გამარჯვება იზეიმა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 24-01-2018 6:00 PM
  • Tags:
Top