პრემიერმა მსოფლიო ჩემპიონ ქართველ მოჭადრაკეებს უმასპინძლა

თქვენ კიდევ ერთხელ დაუმტკიცეთ მსოფლიოს, რომ ჩვენ გვყავს გამორჩეულად ნიჭიერი ქალბატონები და ჩვენ თქვენით ვამაყობთ, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებს, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მიულოცა (იხილეთ ფოტოგალერეა).

მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ ერთი-ერთი სფერო, რომელშიც ქართველი ერი განსაკუთრებით წარმატებულია, ეს ჭადრაკია

. ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობის მნიშვნელობასა და სკოლებში ჭადრაკის სწავლების დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა, რისი განხორციელებაც სექტემბრიდან იგეგმება.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ევროპის ვიცე-ჩემპიონობა მიულოცა ნინო ბაციაშვილს, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა. „მინდა, განსაკუთრებული პატივისცემით მოგესალმოთ და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება", - მიმართა პრემიერმა მოჭადრაკეებს.

მოჭადრაკეებმა მთავრობის მეთაურს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩემპიონებს დღეს სიმბოლური საჩუქრები - ჭადრაკის დაფები გადასცა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა კი პრემიერს მსოფლიო ჩემპიონის სახელობითი მაისური უსახსოვრა.

  • სათაური: პრემიერმა მსოფლიო ჩემპიონ ქართველ მოჭადრაკეებს უმასპინძლა
  • ავტორი:
  • თარიღი: 8:15 PM
Top