ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

პრეტენდენტთა ტურნირი

რუსეთის  დედაქალაქში 10 მარტს  სტარტი აიღო და 30 მარტამდე გასტანს  პრეტენდენტთა ტურნირი ვაჟთა შორის.  შეჯიბრი 8 მონაწილეს  შორის ორ წრედ გაიმართება და გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან მატჩის თამაშის უფლებას მოიპოვებს უმაღლესი ტიტულისათვის ბრძოლაში.

 

მონაწილეთა შემადგენლობა:

1.ფაბიანო  კარუანა (აშშ; 2794)

2.ანიშ გირი        (ჰოლანდია; 2793)

3.ჰიკარუ ნაკამურა  (აშშ; 2790)

4.ლევონ არონიანი (სომხეთი; 2786)

5.ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი; 2780)

6.ვიში ანანდი  (ინდოეთი; 2762)

7.სერგეი კარიაკინი (რუსეთი;2760)

 

პირველი ადგილის გაყოფის შემთხვევაში: 1.პირადი შეხვედრები; 2.მოგებათა რაოდენობა; 3.ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტი. თუ ყველა მაჩვენებელი თანაბარი იქნება, მაშინ 29 მარტს დმაატებითი ტაი-ბრეიქია განსაზღვრული.

სათამაშო კონტროლი: 100 წუთი 40 სვლაზე, შემდგე 50 წუთი 20 სვლაზე და 15 წუთი პარტიის ბოლომდე; პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.

სათამაშო  დღეები: 11-13; 15-17; 19-21; 23-25; 27, 28 მარტი. დასვენების დღეები: 14,18 22 და 26 მარტი. პარტიების დასაწყისი - ადგილობრივი დროით 15:00 საათი.

 

პირველ ტურში პირველი სვლა, გირისა და არონიანის შეხვედრაში, ასპარეზობის საპატიო სტუმარმა, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგისიანმა გააკეთა

 

ასპარეზობის  ოფიციალური  ვებგვერდი

  • სათაური: პრეტენდენტთა ტურნირი
  • ავტორი:
  • თარიღი: 14-03-2016 5:30 PM
  • Tags:
Top