ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

პრინციპული გამარჯვება პირველივე ტურში!

ბათუმში დაწყებულ მსოფლიოს ქალთა გრან პრის III ეტაპზე პირველი ტურის პარტიები გაიმართა. პირველივე ტურში პრინციპული გამარჯვება მოიპოვა ლელა ჯავახიშვილმა მსოფლიოსმ ექსჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკთან შეხვედრაში.

ბელა ხოტენაშვილმა და ნანა ძაგნიძემ ერთმანეთში ფრედ დაასრულეს შეხვედრა, ხოლო ასპარეზობის მეოთხე ქართველი მონაწილე ნინო ბაციაშვილი ჟაო ქსიუს დაუზავდა.

აღსანიშნავია, რომ 6 პარტიიდან გამარჯვებული მხოლოდ ორში გამოვლინდა. ჯავახიშვილის გარდა, გამარჯვება ოლგა გირიამ იზეიმა, რომელმაც თანამემამულე ვალენტინა გუნინა შავი ფიგურებით დაჯაბნა.

მე-2 ტურში, რომელიც 21 აპრილს შედგება, კიდევ ერთ ქართულ დაპირისპირებას ვიხილავთ: ჯავახიშვილსა და  ხოტენაშვილს შორის. ძაგნიძე  ანა მუზიჩუკს დაუპირისპირდება და ბაციაშვილი კოსტენიუკს.

 

მსოფლიოს ქალთა გრან პრის III ეტაპი. ბათუმი (საქართველო), 19 აპრილი-3 მაისი

 

I ტური

ლელა ჯავახიშვილი (საქართველო, 2489) – ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2557) 1:0

ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2493) – ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2535) 0.5:0.5

ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2555) – მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2561) 0.5:0.5

ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2453) – ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2445) 0.5:0.5

ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2497) – ოლგა გირია (რუსეთი, 2442) 0:1

ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2504) – ნინო ბაციაშვილი (საქართველო, 2476) 0.5:0.5

 

II ტური

კოსტენიუკიბაციაშვილი

გირიაჟაო

დანიელიანიგუნინა

.მუზიჩუკისკრიპჩენკო

ძაგნიძე.მუზიჩუკი

ჯავახიშვილიხოტენაშვილი

 

პარტიების პირდაპირი ჩვენება

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: პრინციპული გამარჯვება პირველივე ტურში!
  • ავტორი:
  • თარიღი: 21-04-2016 12:10 AM
  • Tags:
Top