ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

რაპიდებში გრან პრის პირველი ეტაპი დასრულდა...

ლელა ჯავახიშვილის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში გამართული ქალთა გრან პრის  პირველი ეტაპი სწრაფ ჭადრაკში.

 

გამარჯვებულმა 9-დან 7 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ბელა ხოტენაშვილს.6 ქულით  III-IV ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ: 3.ქეთი წაწალაშვილი' 4.სოფო გვეტაძე.

 

შეგახსენებთ ქართული გრან პრი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 4 ეტაპად ტარდება. აუცილებელია 3 ეტაპზე მონაწილეობა საბოლოო ჯამური ჩათვლისათვის. საერთო ჩათვლაშ გამარჯვებული ჯილდოვდება საგზურით მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ტურნირზე აგრეთვე დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი:

  1000 ლარი (რაპიდი).
ადგილი    ქალები
 1    500
 2    300
 3    200

 

ტექნიკური შედეგები

ფოტოგალერეა

  • სათაური: რაპიდებში გრან პრის პირველი ეტაპი დასრულდა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 16-03-2016 2:53 AM
  • Tags:
Top