ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

რაპიდში პირველობა ერთბაშად 5-მა მონაწილემ გაინაწილა

გერმანიის ოლიმპიური ნაკრების ლიდერის, ელიზაბეტ პეტცის გამარჯვებით დასრულდა თბილისის სასტუმრო ‘იოტა’-ში გამართული ევროპის ქალთა ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში.

ასპარეზობა 11 ტურად გაიმართა და მონაწილეები ერთმანეთს 15 წუთიან (10 წამის დამატებით პირველივე სვლიდან) პარტიებში დაუპირისპირდნენ. 11 ტურიდან 8-8 ქულა დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

1.ელიზაბეტ  პეტცი (გერმანია;2475)

2.ანასტასია ბოდნარუკი (რუსეთი;2425)

3.ანა მუზიჩუკი        (უკრაინა;2611)

4.ანა უშენინა            (უკრაინა;2483)

5.ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი;2515).

ქართველი მონაწილეებიდან საუკეთესო შედეგი მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულმა მერი არაბიძემ აჩვენა - VII ადგილი (7,5 ქულა).

ასპარეზობაზე   16 ქვეყნის 78 მოჭადრაკე მონაწილეობდა , მათ შორის 56 საერთაშორისო წოდების მქონე.

 მონაწილეთა შორის იყვნენ:მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები, საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები  სხვადასხვა წლებში :ანტუანეტა სტეფანოვა, ალექსნდრა კოსტენიუკი,ანა უშენინა, ანა მუზიჩუკი,პია კრამლინგი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი და ა.შ.

ტურნირის ორგანიზატორები: თბილისის მერია,საქართველოს  კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ევროპის საჭადრაკო კავშირი, პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაცია და საქართველოს  ჭადრაკის ფედერაცია.

ხვალ, 1 აპრილს 13 ტურად მოჭადრაკე ქალები ერთმანეთს ელვისებურ ჭადრაკში  შეეჯიბრებიან.

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

ჩემპიონატის პარტიების კომენტარი ‘ცოცხალ რეჟიმში’

ფოტოგალერეა

 

  • სათაური: რაპიდში პირველობა ერთბაშად 5-მა მონაწილემ გაინაწილა
  • ავტორი:
  • თარიღი: 01-04-2018 12:36 AM
  • Tags:
Top